top of page
Search

ავსტრალია პოლისტიროლის წინააღმდეგ!



პოლისტიროლის ქაფი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სამომხმარებლო საქონლის შესაფუთად, ავსტრალიაში ამოღებული უნდა იყოს ხმარებიდან 2022 წლისთვის, როგორც პლასტიკური ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული გეგმის ნაწილი.



ავსტრალიაში აქტიურად არის დაწყებული კამპანია - პლასტმასის ნარჩენების წინაღმდეგ, რაც მოიცავს არა მარტო პოლისტიროლის მასალის ამოღებას, არამედ სარეცხი მანქანების ფილტრების კონტროლსა და სიგარეტის ნარჩენების გადაგდებაზე სანქციების გამკაცრებას.




სიგარეტის ნარჩენები, მსოფლიოში ყველა პლიაჟის ნარჩენების 19 % შეადგენს. ისინი ნაპოვნი იყო თევზების, ფრინველების, კუების და ზღვის ცხოველების სხვადასხვა სახეობების ორგანიზმში. სიგარეტის ნარჩენები მომწამლავია და ცოცხალი არსებების სიკვდილს იწვევს.











ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის იმუშავებს მრეწველობასთან და დასახავენ გეგმებს, რომ 2030 წლისთვის ავსტრალიაში გაყიდულ ყველა სარეცხ მანქანებზე მიკროფიბრული ფილტრები იყოს დამონტაჟებული. ეს საკითხი აქტუალური გახდა ერთ-ერთი კვლევის შედეგად, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური მასალისგან შექმნილი ტანსაცმლის გარეცხვისას 1.5 მ-მდე მიკროპლასტიკური ბოჭკოები გამოიყოფა, რაც შემდეგ გარემოში ხვდება და აბინძურებს ყველას და ყველაფერს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მიკროპლასტმასა უკვე ყველგან არსებობს და თუ რაიმე ზომებს არ მიმართეს სახელმწიფოებმა, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. უკვე ადამიანის ორგანიზმშიც კი აღმოაჩინეს მიკროპლასტმასა!




2022 წლის ივლისისთვის ავსტრალიამ უნდა შეწყვიტოს პლასტმასის შესაფუთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ გადამუშავების სტანდარტებს, ისევე როგორც პოლისტიროლი, რომელიც გამოიყენება შესაფუთად ფართო სპექტრის სამომხმარებლო საქონლისთვის.





გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3uPQEtr


154 views0 comments
bottom of page