top of page
Search

ნახმარი ელემენტები

Updated: Apr 5, 2021

ელემენტების გადამუშავება აუცილებელია თუ გვინდა ჯანმრთელ გარემოში ცხოვრება!


მილიარდობით ადამიანი გამოიყენებს ისეთი სახის მოწყობილობებს თუ ნივთებს, რომლებსაც მუშაობისთვის სჭირდებათ ენერგიის წყარო. ამ ელექტრონიკაში შედის მობილური ტელეფონები, ნოუთბუქები და ციფრული კამერები. აკუმულატორები ჩვენს სათამაშოებსა და გაჯეტებს აწვდიან ენერგიას, ქიმიური ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნით.


სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ, ელემენტები უსაფრთხოდ უნდა განადგურდეს, მაგრამ მომხმარებლები ყოველწლიურად მილიონობით ელემენტს ნაგავში ყრიან. ერთი შეხედვით ელემენტების გადაგდება შეიძლება უვნებელი ჩანდეს, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე, თითოეული ელემენტი შეიცავს საშიშ, ტოქსიკურ და კოროზიულ მასალებს, როგორიცაა ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ლითიუმი და ტყვია. 4 ფაქტი, რაც უნდა იცოდეთ ელემენტების და ჩვენი გარემოს შესახებ.







1. არასწორად გადაგდებული ელემენტები ხელს უწყობს წყლის და ჰაერის დაბინძურებას:


ნახმარი ელემენტების ნაგავში გადაყრისას, ისინი ნაგავსაყრელებში აღმოჩნდებიან, სადაც ისინი იშლება. ელემენტების კოროზიის შედეგად, მათი ქიმიკატები ნიადაგში იწოვება და მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებს აბინძურებენ. ჩვენს ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს ათასობით წყლის მცენარესა და ცხოველს, ემუქრება ელემენტების ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა. ჩვეულებრივ ელემენტს შეუძლია მავნე ნივთიერებებით გაავსოს 20 კვ.მ. მიწა ან 400 ლ წყალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ელემენტების გადაყრა არ შეიძლება – ისინი უტილიზებას ექვემდებარება.




2. არასწორად გადაგდებული ელემენტები უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე:


ტოქსიკური ლითონები, მაგალითად, ბატარეებში ნაპოვნი ნიკელი და კადმიუმი, ადამიანის კანცეროგენად არის ცნობილი. კანცეროგენები არის ნებისმიერი ნივთიერება, გამოსხივება ან რადიონუკლიდი, რომელიც მოქმედებს, როგორც კიბოს გამომწვევი აგენტი. როდესაც ეს აგენტები ურთიერთქმედებენ ჩვენს ჰაერთან, რომესაც ვსუნთქავთ და წყალთან, რომელსაც მოვიხმართ, ჩვენ ვხვდებით კიბოს განვითარების მაღალ რისკში. კიდევ ერთი ტოქსიკური ლითონი, რომელიც ბატარეებში გვხვდება, არის ტყვია, რომელიც დაკავშირებულია მძიმე სამედიცინო პრობლემებთან, როგორიცაა განვითარების და ნევროლოგიური დაზიანება და თანდაყოლილი შეზღუდული შესაძლებლობები.

3. ბატარეების გადამუშავება მარტივია:


სანამ ვადაგასულ ტექნიკას ან ამოწურულ ელემენტს პირდაპირ ნაგავში გადავყრით, დავფიქრთეთ ჩვენს ქმედებას ცუდი რა შეიძლება მოჰყვეს. შეაგროვეთ ნახმარი ელემენტები და მიმართეთ შესაფერის სამსახურს უტილიზაციისთვის.


4. მრავალჯერადი დატენვის ბატარეები ნაკლებ ბუნებრივ რესურსებს მოიხმარს:

იცოდით, რომ მრავალჯერადი დატენვის აკუმულატორი მოიხმარს ნაკლებ ბუნებრივ რესურსებს, ვიდრე ერთჯერადი ბატარეები? მრავალჯერადი დატენვის ელემენტების გამოყენება არის ის, რომ მათი დატენვის უნარის გამო, ნაკლები ბატარეაა საჭირო იგივე რაოდენობის ენერგიის უზრუნველსაყოფად. ეს ნიშნავს, ნაკლები რესურსების მოხმარებას წარმოების პროცესში. მრავალჯერადი დატენვის ელემენტები ზოგავს მომხმარებლის ფულს მისი მრავალჯერადი გამოყენების გამო.



გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3rNsAFL


757 views0 comments
bottom of page