არა კუბოებს - ეს ორგანული სამარხი გადაგვაქცევს ხედ
იდეა რომ სხეული ხის თესლი გახდეს იტალიელმა დიზაინერებმა ანა ციტელმა და რაულ ბრეტცელმა შექმნეს და ამ პროექტს უწოდს "Capsula Mundi".
ორ დიზაინერს გაუჩნდა იდეა, რომ ორგანული და ბიოდეგრადირებადი კაფსულა გამოეყენებინათ, როგორც ბუნებრივი კუბოები.

იდეა ისაა, რომ საფლავის ქვებით სავსე სამარხების შექმნის ნაცვლად, გარდაცვლილებს შეეძლებათ მიაწოდონ საკვები ნივთიერებები მათ მიერ არჩეულ ხეს, რომელიც განთავსდება მათი დაკრძალული ადგილის თავზე.
გარდაცვლილის სხეული მოთავსებულია ერთ-ერთ ამ ბიოდეგრადირებად კაფსულაში. კაფსულას შემდეგ დაკრძალავენ და მის ზემოთ ან ხე ან ხის თესლი დაირგება. დაკრძალული ადამიანი წინასწარ, ჯერ კიდევ სიცოცხლეში აირჩევს, თუ რა სახის ხე სურს მას რომ დაირგას.
Ეს იდეა ჩვენ მოსახლეობისთვის ცოტაოდენ მოულოდნელია და სანტერესო იქნება თქვენი აზრი კომენტებში მოგვაწოდოთ.

კაფსულა ნიადაგში ირგება ისევე როგორც თესლი.

კაფსულა შედგება სახამებლის პლასტმასისგან, რაც მას მთლიანად ბიოდეგრადირებად ხდის.

კაფსულებიანი ხეები ერთად შეიძლება დაირგეს და შეიქმნას ე.წ. "მემორიალური ტყე".


იდეია რეალურად ჯერ არ განხორციელებულა იტალიის კანონების გამო.
მაგრამ, თუ პროექტმა წარმატებით მიაღწია თავის მიზანს, ამან შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სიკვდილზე.
საყვარელი ადამიანის ხეზე ზრუნვა, საშუალებას იძლევა ახალი დონის კავშირი მოხდეს როგორც გარდაცვლილის, ასევე ბუნებასთან მიმართებაში.

წყარო: https://bit.ly/2UBVo9i