top of page
Search

გემრიელი ნაგავი?!


შეიძლება ახლო მომავალში ვანილი გახდეს სულ ოდნავ უფრო ტკბილი ახალი საიდუმლო ინგრედიენტის - მეორადი პლასტმასის წყალობით. მართალია ეს არ ჟღერს დიდად მადისაღმძვრელად, მაგრამ შოტლანდიის ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის ამაზე მეტად არასასიამოვნოა პლასტმასის ნარჩენები, რომლებიც ოკეანეში ჩადის დაახლოებით 8 მილიონი ტონა წელიწადში და რომლებიც დაახლოებით 2050 წლისთვის გადაწონის ოეკანის ყველა თევზს. პლასტმასით დაბინძურების შესაჩერებლად მათ შეიმუშავეს ახალი გზა, რომლითაც მას გადააქცევენ ვანილის ექსტრაქტის ქიმიურ ნაერთად - ვანილინად, რომელსაც აქვს ვანილის მკაფიო არომატი და გემო.




მიუხედავად იმისა რომ არსებობს ბუნებრივი ვანილის მარცვლები, ვანილინი ასევე შეიძლება დამზადდეს სინთეზურად ნავთობისგან მიღებული ქიმიკატების გამოყენებით. პლასტმასისგან მის შესაქმნელად, მკვლევარებმა გენეტიკურად შეცვალეს E. coli ბაქტერიის შტამი, რათა მან შეძლოს ვანილინის დამზადება ტერეფტალის მჟავისგან (TA) - ნედლეული, რომელიც გამოიყენება პლასტმასის ბოთლების წარმოებაში, რომელიც შეიძლება დაიშალოს სპეციალური ფერმენტების გამოყენებით.





„პლასტმასის ნარჩენების გლობალური კრიზისი ახლა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხი, რომელიც ჩვენი პლანეტის წინაშე დგას, რაც მოითხოვს სასწრაფო ზომების მიღებას, რათა მოხდეს პლასტმასის წრიულ ეკონომიკაში ჩართვა“, - აცხადებენ მეცნიერები ჯოანა სედლერი და სტივენ უოლესი თავიანთ კვლევაში „ეს არის ბიოლოგიური სისტემის გამოყენების პირველი მაგალითი პლასტმასის ნარჩენების ძვირფას სამრეწველო ქიმიკატად გადაქცევისთვის და მას აქვს ძალიან საინტერესო შედეგები”.


 

ვანილი ფართოდ გამოიყენება არამარტო საკვებში, არამედ კოსმეტიკაში, ფარმაცევტულ საშუალებებში, საწმენდ პროდუქტებში და ა.შ. რის გამოც მისი მოხმარება აღემატება მიწოდებას. მადაგასკარში, სადაც იზრდება ბუნებრივი ვანილის 80%, ვანილის მარცვლების დამტვერვა, მოსავლის აღება და გაჯანსაღება ძალიან შრომატევადი პროცესია და ასევე ვერ გამოიმუშავებს ბაზრისთვის საჭირო რაოდენობით ვანილს და რომც შეძლოს მისი მარაგების ბუნებრივი გზით გაზრდის ერთადერთი გამოსავალი მეტი ვანილის პლანტაციების გაშენება იქნება, რაც გამოიწვევს ტყეების განადგურებას, ამიტომ მსოფლიოში ვანილინის 85% სინთეზირებულია ქიმიკატებისგან, რომლებიც მიიღება წიაღისეული საწვავისგან, ნედლი ნავთობის ჩათვლით.



ნავთობის ნაცვლად პლასტმასით ვანილინის შექმნა ნიშნავს, მისი მიწოდების გაზრდას, პლასტმასის ნარჩენების შემცირებას, წიაღისეულ საწვავზე ინდუსტრიული დამოკიდებულების შემცირებას და ტყეების შენარჩუნებას.


ექსპერიმენტების დროს, მკვლევარებმა წარმატებით გადააკეთეს TA-ს 79% გადამუშავებული პლასტმასი ვანილინად. სედლერს და უოლესს მიაჩნიათ, რომ დამატებითი ინჟინერიით მათ შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ კონვერტაციის მაჩვენებელი და შესაძლოა წარმოქმნან სხვა ქიმიკატები, როგორიცაა სუნამოებში გამოყენებული ნაერთები. „ჩვენი ნამუშევარი ეჭვქვეშ აყენებს პლასტმასის პრობლემურ ნარჩენად აღქმას და ამის ნაცვლად აჩვენებს მის გამოყენებას, როგორც ნახშირბადის ახალ რესურსს, საიდანაც შესაძლებელია მაღალი ღირებულების პროდუქტების დამზადება“, განუცხადა უოლესმა The Guardian-ს.







გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3Bnvnwg



519 views0 comments
bottom of page