top of page
Search

გლობალური დათბობა - რისი გაკეთება შეგიძლია პირადად შენ?!



ჩვენ ვიცით რომ კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, მაგრამ არ ვიცით რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ამის წინააღმდეგ. გთავაზობთ 10 ეფექტურ გზას, რითაც შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ ამ პროცესზე.


1. რა უნდა გააკეთოს კაცობრიობამ პირველ რიგში?!



უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ისეთი საწვავის მოხმარება, როგორიც არის მაგალითად გაზი, ნავთობი და ვეცადოთ ისინი ჩავანაცვლოთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით. ამისკენ პირველი ნაბიჯია უარის თქმა ყოველდღიურად მანქანის

გამოყენებაზე, ასევე ფრენების შემცირება, საკვებ რაციონში მცირედი ცვლილებების შეტანა. ერთი შეხედვით თითქოს კლიმატის

ცვლილებაზე არ იმოქმედებს თუ ცალკეული ადამიანები

„გადაჯდებიან“ ველოსიპედზე, ან დაიწყებენ ეკოლოგიურად სუფთა

პროდუქტის მოხმარებას, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად

იმოქმდებს გარშემომყოფებზეც და ნელ-ნელა ისინიც შეცვლიან

ცხოვრების წესს.



2. და როგორ შემიძლია გავლენა მოვახდინო წარმოების

მეთოდების ცვლილებაზე და დარგების სუბსიდირებაზე?


ჩვენ როგორც მოქალაქეებმა და მომხმარებლებმა შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობებსა და კორპორაციებზე, რათა მოითხოვონ საჭირო სისტემური ცვლილებები. ასევე შეგვიძლია ფინანსურ ინსტიტუტებზე ზემოქმედება, რაც გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების უარყოფას, რომლებიც ინვესტიციას დებენ გარემოზე მაღალი მავნე ზემოქმედების მქონე ინდუსტრიებში.



3. რა შეგვიძლია შევცვალოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?



ასოცირებული პროფესორის კიმბერლი ნიკოლასის თანაავტორობით ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა 148 ქმედების ეფექტურობა, რომელსაც თითოეულმა ინდივიდმა შეიძლება განახორციელოს ყოველდღიურად. პირველ რიგში მანქანით მგზავრობაზე უარის თქმა. ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებასთან შედარებით, მანქანა ბევრად უფრო აბინძურებს გარემოს. მანქანით მგზავრობის თავიდან აცილება ამცირებს CO2-ის გამონაბოლქვს 2,5 ტონით - წელიწადში საშუალო წლიური მაჩვენებლის (9,2 ტონა) დაახლოებით მეოთხედით.



4. კი მაგრამ განახლებადი ენერგია ძალიან ძვირი ხომ არ ჯდება?


ფაქტობრივად, განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ქარი და მზე, გლობალურად იაფი ჯდება (თუმცა საბოლოო ხარჯები დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე). განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) უახლესმა მოხსენებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ენერგიის წყარო, როგორიცაა მზის, გეოთერმული, ბიო, ჰიდრო და ქარი, დღესდღეისობით ეკონომიკურად უფრო მომგებიანია.


5. შესაძლებელია თუ არა რომ მე ვიქონიო გავლენა კვების რაციონის შეცვლით?



ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფაქტობრივად, წიაღისეული საწვავის შემდეგ, კვების მრეწველობა და კერძოდ ხორცისა და რძის პროდუქტების მრეწველობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ხორცის ინდუსტრია ხელს უწყობს გლობალურ დათბობას სამი ძირითადი გზით. პირველი, რეგურგიტაცია, რომელიც ხდება ძროხებში საჭმლის მონელებისას, გამოყოფს უამრავ მეთანს, რომელიც არის სათბურის გაზი. მეორეც, მათი სიმინდითა და სოიოთი კვება პროცესს არაეფექტურს ხდის და ბოლოს, მათ ასევე სჭირდებათ ბევრი წყალი და სასუქი, რომელიც ასევე გამოყოფს სათბურის გაზებს. ასევე ისინი საჭიროებენ მიწას, რომელიც ხშირად მიიღება ტყეების გაჩეხვით. სინამდვილეში, სიტუაციის შესაცვლელად, თქვენ არ გჭირდებათ დაუყოვნებლივ გახდეთ ვეგეტარიანელი ან ვეგანი. საკმარისია ხორცის მოხმარების რაოდენობის შემცირება.თუ თქვენს დიეტაში ცხოველურ ცილებს გაანახევრებთ, შეგიძლიათ შეამციროთ ნახშირბადის კვალი (აქტივობები, რომლებიც ატმოსფეროში მავნე აირებს გამოყოფს) 40%-ზე მეტით.


6. ნამდვილად ასეთი დიდი ზიანი მოაქვთ საჰაერო ფრენებს?


კიმბერლი ნიკოლასის კვლევის თანახმად, სტანდარტული ორმხრივი ტრანსატლანტიკური ფრენა დაახლოებით 1,6 ტონა CO2 გამოყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი ფრენებისთვის მზის პანელების გამოყენების ზოგიერთი მცდელობა წარმატებული იყო, მზის

ენერგიაზე მომუშავე კომერციულ ფრენებზე საუბარი

ნაადრევია.სიტუაციიდან გამოსავალი არის ვირტუალური

კონფერენციები და შეხვედრები, დასვენება ადგილობრივ

კურორტებზე და თვითმფრინავის ნაცვლად მატარებლით მგზავრობა.



7. აქვს მნიშვნელობა რას ვიყიდი მაღაზიებში?



დიახ, რადგან თითქმის ყველაფერი, რასაც ვყიდულობთ, გამოყოფს მავნე გაზებს ან წარმოების ეტაპზე ან ტრანსპორტირების დროს. მაგალითად, ტანსაცმლის წარმოება შეადგენს CO2-ის გლობალური გამონაბოლქვის დაახლოებით 3%-ს, ძირითადად წარმოებაში ენერგიის გამოყენების გამო. მოდა, რომელიც სწრაფად იცვლება და ნივთების დაბალი ხარისხი ხელს უწყობს იმას, რომ სწრაფად გადავაგდოთ ისინი და ვყიდულობთ ახალს. საზიანოა ასევე საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირება, საზღვაო თუ საჰაერო გზით. საუკეთესოა ადგილობრივად მოყვანილი სეზონური საკვები. თუმცა, ვეგეტარიანული საკვები მაინც იმარჯვებს გარემოსდაცვითი კეთილგანწყობის თვალსაზრისით.


8. აქვს თუ არა მნიშვნელობა ჩემს ოჯახში ბავშვების რაოდენობას?


ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნაკლები შვილის ყოლა ხელს უწყობს გამონაბოლქვის შემცირებას, რაც ამცირებს გამონაბოლქვს ყოველწლიურად თითქმის 60 ტონით. მაგრამ ეს საკმაოდ წინააღმდეგობრივი დასკვნაა. ალბათ, კითხვა უნდა დაისვას არა ბავშვების რაოდენობაზე, არამედ შეგნებული და პასუხისმგებელი ადამიანების, მომავალი თაობის აღზრდაზე, რომლებსაც შეუძლიათ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა.ეს რთული ფილოსოფიური კითხვებია და მათზე პასუხის გაცემას აქ არ შევეცდებით.


9. ვთქვათ მე არ ვჭამ ხორცს და ნაკლებს დავფრინავ, მაგრამ სხვები ასე არ იქცევიან, რა ხდება ამ დროს?




სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ როდესაც ერთი ადამიანი ირჩევს უფრო მდგრად ცხოვრების წესს, სხვებიც მიჰყვებიან მას. ჩვენ მუდმივად ვადარებთ ჩვენი ცხოვრების წესს ჩვენი გარემოს მოქმედებებს და მათზე დაყრდნობით ვქმნით საკუთარ

კოორდინაციულ სისტემას.


10. რა მოხდება, თუ არ შემიძლია ფრენების რაოდენობის შემცირება ან მანქანის დათმობა?



თუ თქვენ იბრძვით შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მდგრად გარემოსდაცვით პროექტებში. ეს არ ნიშნავს, რომ ამ გზით თქვენ თავიდან იხსნით პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს გაძლევთ საშუალებას დააბალანსოთ თქვენი საქმიანობის უარყოფითი შედეგები გარემოზე. ხართ ყავის ფერმერი კოლუმბიაში თუ სახლის მფლობელი ევროპაში, კლიმატის ცვლილება გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. თქვენი ქმედებები კი გავლენას მოახდენს პლანეტაზე უახლოეს ათწლეულებში, უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. თავად გადაწყვიტე!



გამოყენებული წყარო: https://bbc.in/3e2MnQi

1,089 views0 comments
bottom of page