დავემშვიდობოთ პლასტმასის ბოთლებს - შევინარჩუნოთ გარემო
Updated: Apr 14, 2021
მიმდინარე კვლევებით ვლინდება, რომ ყოველწლიურად რვა მილიონი ტონა პლასტმასა - დაახლოებით 90 წონის თვითმფრინავის წონა - ოკეანეებში ხვდება.

თუმცა უკვე მიმდინარეობს მუშაობა პლასტმასის ჩანაცვლების ტექნოლოგიებზე, არსებობს ბევრი იდეა, თუმცა დღესდღეისობით აღსანიშნავია ქაღალდის ბოთლის კომპანია (Paboco) რომელსაც სურს დაეხმაროს მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს, შეამცირონ პლასტმასის ერთჯერადი გამოყენება.
ქაღალდის შეფუთვის შემქმნელმა BillerudKorsnäs– მა, პირველად წამოიწყო ეს ინიციატივა 2013 წელს და მას შეუერთდნენ კვლევითი კომპანიები და ინდუსტრიის ლიდერები. პროექტს შეუერთდნენ Coca-Cola, Carlsberg, L’Oreal და Absolut და უკვე მუშაობენ ამ კუთხით.

ისინი უახლოეს მომავალში გამოიყენებენ ეკოლოგიური ჩამოსხმის ბოთლებს, რომლებიც დამზადებული იქნება ბიოდეგრადირებად მცენარეულ პოლიმერისგან, რომელიც გარემოში მოხვედრის შემდგომ სულ რაღაც 1 წელიწადში დაიშლება.
ეს ქაღალდის ბოთლები ხელს შეუწყობს პლასტიკური დაბინძურების მწვავე პრობლემის შერბილებას.

იმედია მომავალი გვიჩვენებს ამ სტრატეგიის ეფექტურობას და მეტი კორპორაცა გადაერთვება ალტერნატიური შეფუთვის წარმოებაზე.

თუმცა მედლის მეორე მხარეა - ხის მასიური ჭრა, ვინაიდან ამ მასალას ვღებულობთ ხის მერქნისგან, იმედს ვიტოვებთ რომ შედეგი გადააჭარბებს პლასტიკატით გამოწვეულ ზარალს, და შესაძლებელი იქნება პროცესების შემდგომი ეფექტური კონტროლი.
წყარო: https://bit.ly/32dOO9K