დანია და კორეა მუშაობენ გიგანტურ ხელოვნურ წყალქვეშა კუნძულებზე ქარის ტურბინებისთვის

ორივე პროექტი თითქმის ერთდროულად იქნა დაანონსებული, რომლებიც დასრულების შემთხვევაში წარმოადგენს ხმელეთიდან დაშორებულ კუნძულს ქარისა და, ზოგადად, განახლებადი ენერგიის ტრანსფორმაციით.
დანიამ აიღო ვალდებულება ააშენოს მსოფლიოში პირველი ხელოვნური კუნძული, რომელიც ასობით გიგანტური ქარის ტურბინის საყრდენი გახდება, ხოლო სამხრეთ კორეამ მეურნეობის გაფართოვება დაგეგმა და ამისთვის საჭირო რესურსების მოპოვების გზებს აფართოვებს.

ხელოვნური კუნძულის ქარის ელექტროსადგური გვთავაზობს მნიშვნელოვან უპირატესობებს მიწისზედა ქარის ტურბინებთან შედარებით:
ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქარი უფრო მუდმივია ზღვაში და მას არაფერი უშლის ხელს.
ტურბინებისა და მათი შემადგენელი ნაწილების გემებით ტრანსპორტირება თავიდან აიცილებს შეზღუდვებსა და მეზობლებთან კონფლიქტებს, რაც როგორც წესი, ხელს უშლის ხოლმე ქარის სადგურის იდეალურ სიმაღლეზე დამონტაჟებას.
შესაბამისად, კუნძულის ქარის ელექტროსადგურები, როგორც წესი, უფრო მაღალია და უფრო მოშორებულია ხმელეთს, რაც თავის მხრივ ნაკლებად უქმნის საფრთხეს ხმელეთზე არსებულ გარემოს და ზოგავს მიწის სივრცეს.
კუნძულის ქარის ელექტროსადგურების გაშენებისთვის ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია არაღრმა წყლის ობიექტების ნაკლებობა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, ასევე გაცილებით დიდია ხარჯებიც.
ბოლო დრომდე, მსგავსი პროექტის აშენება იმდენად ძვირი ღირდა, რომ ელექტროენერგიის გლობალური წარმოების დაახლოებით 0,5 პროცენტს შეადგენდა.
მაგრამ თუ კი პროცესი მასიურ სახეს შეიძენს, დანახარჯები შემცირდება
წყარო: https://bit.ly/3mTUI9y