ეკო მეგობრული რუკა GOOGLE-სგან
GOOGLE MAPS - მა დააანონსა, რომ ძალიან მალე მძღოლებს შესთავაზებს უფრო ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტებს, რათა შეამცირონ ნახშირბადის გამონაბოლქვი მოგზაურობის დროს.

ტრანსპორტი მთელს მსოფლიოში წარმოადგენს ნახშირორჟანგის (CO2) გლობალური ემისიების დაახლოებით მეხუთედს, ამის სამ მეოთხედს შეადგენს საგზაო მოძრაობა.
გაუმჯობესებები მოიცავს ცოცხალ ინფორმაციას ჰაერის ხარისხის შესახებ მძღოლებისთვის, ასევე უფრო მწვანე მარშრუტებს, რომლებიც მძღოლს თავიდან აარიდებს გადატვირთულ მოძრაობას, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს ნაკლებ გამონაბოლქვს. ახალი მოდელი მთლიანად აგებულია საწვავის დაბალი მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით.

Maps აპის მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ მანქანის, ველოსიპედის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მოგზაურობის სხვა ვარიანტების შედარება ერთ ადგილზე, ჩანართებს შორის გადართვის გარეშე.
ეს ყველაფერი იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც Google– მა მიიღო 2020 წლის სექტემბერში, რათა დაეხმაროს მის ერთ მილიარდ მომხმარებელს ჩაერთონ კლიმატის ცვლილების შეჩერებაში და წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში.
გამოყენებული წყარო: https://bit.ly/2REPaUA