"ემპაირ სთეით ბილდინგი" მომარაგდება სრულად განახლებადი ენერგიით
Updated: Apr 3, 2021

თითქმის 100 წლის განმავლობაში "ემპაირ სთეით ბილდინგი" წარმოადგენს შეერთებული შტატების ეკონომიკური ძალაუფლების სიმბოლოს. ემპაირ სტეიტ ბილდინგი, უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარი საოფისე ცენტრია და ასევე ერთ – ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ატრაქციონი ქალაქში. ცათამბჯენი ითვლება ქვეყნის სიდიდით მეორე საოფისე შენობად, მხოლოდ აშშ-ს სამხედრო დეპარტამენტის - პენტაგონის შემდეგ.

უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით ეს შენობა ასევე შეიძლება ჩაითვალოს მდგრადი ენერგიის მომავლის შუქურად. Empire State Realty Trust- მა (ESRT) თებერვლის დასაწყისში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შენობა მთლიანად გადადის განახლებადი ენერგიის წყაროზე.
"ემპაირ სთეით ბილდინგი"-ს შენობის დაახლოებით 40 % 2011 წელს გადაკეთდა, რათა მწვანე ენერგეტიკისა და ტექნოლოგიის უახლესი სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო. წელს კი სრულად 100%-ით მოხდება შენობის „გამწვანება“.
ESTR-ს პარტნიორი გახლავთ Green Mountain Energy, რომელიც კონცენტრირებულია ქარის ენერგიის წარმოებაზე, იგი არა მხოლოდ განახლებადი ენერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა აშშ – ში, არამედ ყველაზე იაფიც.
Green Mountain Energy– დან შეძენილი ქარის ენერგიაზე გადასვლით, დაახლოებით 200 მილიონი კილოგრამი ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას შეძლებენ და "ემპაირ სთეით ბილდინგი" გახდება, განახლებადი ენერგიის უდიდესი ინვესტორი უძრავი ქონების ინდუსტრიაში.

წყარო: https://bit.ly/3fd76zs