top of page
Search

თურქეთის სანაპირო დაიფარა ე.წ. „ზღვის ლორწოთი“.


გლობალური დათბობის გამო წყალში ლორწოს მსგავსი ნივთიერების მომატება საფრთხეს უქმნის მარჯანს და თევზჭერის ინდუსტრიას.

ახლოდან ეს ნივთიერება ჰგავს კრემისფერ, ჟელატინის საბანს, რომელიც გადაფარებულია ზღვაზე. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნივთიერება, რომელიც ცნობილია, როგორც ზღვის ლორწო, მისი რაოდენობა მუდმივად იზრდება და შესაძლოა გადაფაროს ზღვის ათასობით კვადრატული კილომეტრი.

2007 წლამდე ეს ლორწოს მაგვარი ნივთირება არ დაფიქსირებულა თურქეთის წყლებში. იგი წარმოიქმნება ხანგძლივი თბილი ტემპერატურის, მშვიდი ამინდის და წყალში უხვი საკვებ ნივთიერებების შედეგად.



ძირითად შემთხვევაში ეს ნივთიერება არ არის მავნე. რასაც ვხედავთ ძირითადად ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების კომბინაციაა, მაგრამ წებოვანი ნივთიერება იზიდავს ვირუსებსა და ბაქტერიებს და ეს დაბინძურებული საბანი ახშობს ზღვის წყალქვეშა ცხოვრებას.

კლიმატის ცვლილებების მიმართ ზღვა სხვანაირად რეაგირებს, უფრო გამთბარი წყალი და მომატებული საკვები ნარჩენი წარმოქმის სწორედ ლორწოვან ნივთიერებას, რომელიც პირველ რიგში საფრთხეს უქმის ზღვის ცხოვრებას, საბანივით გადაფარებული ლორწოვანი ნივთიერება არ ატარებს ჟანგბადს და მის ქვეშ მოქცეული ცოცხალი ორგანიზმები იღუპებიან. დაფიქსირებულია უკვე ათასეულობით მკვდარი თევზი და მარჯანი.





გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3pKnpXH


1,654 views0 comments
bottom of page