top of page
Search

ინოვაციები, რომლებიც ცვლის ტყეებს და ეკოლოგიას



ჩვენს სამყაროში ბოლოდროინდელი მიღწევების და განვითარების წყალობით, მივედით

იმ მომენტამდე, სადაც უკვე აუცილებელი გახდა აქტიური მუშაობა გარემოსდაცვითი

მიმართულებით. წამყვანი მეცნიერები ხაზს უსვამენ დიდი და კონცენტრირებული

ძალისხმევის საჭიროებას ამ მხრივ, რაც შესაძლოა ერთადერთი გზა იყოს კლიმატის

ცვლილების გასაკონტროლებლად.


ინდუსტრიები მუშაობენ მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად, რათა მოძებნონ

გზები, კლიმატის ცვლილებების შესამცირებლად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი

გზა მათ შორის, არის მეტი ხეების დარგვა და ასევე არსებული ტყეების შენარჩუნება.


 


5 ტექნოლოგიური ინოვაცია ეკოლოგიური კონსერვაციისთვის.



ისტორიულად ტექნოლოგიები უმეტესად ნამდვილად არ იყვნენ ბუნების დაცვის

მხარეზე, ნავთობის მოპოვებით დაწყებული, ქარხნებით დამთავრებული, იყო უამრავი

ინოვაცია, რამაც გამოიწვია გარემოს პირდაპირი განადგურება. თუმცა წარმოგიდგენთ

რამდენიმე ისეთ ტექნოლოგიურ ინოვაციას, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი

შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.




დრონები ხეებისთვის



ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, პლანეტა ყოველწლიურად კარგავს

დაახლოებით 18,3 მილიონ ჰექტარ ტყეს. ხეების მნიშვნელობა ტემპერატურის

სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ნახშირბადის შემცირებაში უკვე კარგად

დადასტურებული ფაქტია. კონსერვატორები ხშირად აწყობენ ხეების დარგვის ფართო

აქციებს ტყეების ამ (ხშირად) მასობრივ განადგურებასთან ბრძოლის მიზნით.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ხეების ხელით დარგვის

ინდივიდუალური ინიციატივები, ის მაინც არ ემთხვევა ტყის გავრცელებულ

ინდუსტრიულ განადგურებას. სწორედ აქ გვეხმარებიან დრონები. ბრიტანეთში

დაბადებულმა ორგანიზაციამ შექმნა და გამოსცადა პროგრამა, რომელიც იყენებს

დრონებს ახალი ხეების მაღალი სიჩქარით დარგვის მიზნით. დრონები ჯერ აღწერენ

რეგიონს, ხოლო დამრგველი დრონები შეგროვებული მონაცემების საფუძველზე თესლს

სწორ ადგილას ათავსებენ. ეს ტექნოლოგია შეიძლება აქტიურად გამოიყენონ ტყის

აღდგენისათვის და მწვანე საფარის სტატუსის ეფექტური ცვლილებისათვის.



გმო პროდუქტები


გენმოდიფიცირებული კულტურები დიდი ხანია არსებობენ, მაგრამ არ სარგებლობენ

დიდი პოპულარობით. თუმცა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ამინდის მზარდი

არასტაბილურობის ფონზე უკვე რთულდება ჩვეულებრივი მოსავლის მიღება. ასევე

საერთო ეკოსისტემაში დისბალანსის გამო, ბუნებრივ ეკოსისტემებსაც კი, როგორიცაა

ტყეები, ემუქრება მავნებლების, პარაზიტებისა და დაავადებების საფრთხე.


გენმოდიფიცირებული მცენარეების სახეობები შეიძლება შეიქმნას იმისთვის, რომ იყოს

გამძლე გარემოს ზემოქმედების მიმართ და ეკოლოგიური ცვლილებების წინაშე.



არიდული რეგიონების გამოყენება ხეების ზრდისთვის



ახალი სისტემა, რომელიც აპრობირებულია, მოიცავს ხეების გაშენებას მშრალ და

ნახევრად არიდულ რეგიონებში, ტექნოლოგიების, ახალი ინოვაციების გამოყენებით.

მიწათმოქმედების კომპანიამ, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდებში, შეიმუშავა

სისტემა, რითაც ხეების გაშენება შესაძლებელია წყლის მხოლოდ მცირე საჭიროებით. ამ

სისტემით ხეები მთელი არსებობის განმავლობაში მოიხმარენ მხოლოდ 25 ლიტრ წყალს,

რაც ბუნებრივად აძლევს ახალ ხეებს გადარჩენის უფრო მაღალ შანსს, ვიდრე

ჩვეულებრივი ზრდის მეთოდებით.



მონაცემები და დისტანციური ზონდირება



კონსერვაციაში ჩაფლულები ახლა იყენებენ მონაცემთა ნაკრებისა და დისტანციური

ზონდირების კომბინაციას, რათა თვალყური ადევნონ ეკოსისტემებს. შეგროვებული

მონაცემები შემდეგ ჩართულია არსებულ მონაცემთა ნაკრებებში, რაც საშუალებას

აძლევს სხვა ბიო მკვლევარებს რომ ჰქონდეთ ამ ინფორმაციასთან წვდომა.

დისტანციური ზონდირება სასარგებლოა შორეულ რეგიონებში ან უხეში რელიეფების

მქონე ადგილებში, სადაც ადამიანური რესურსების მომზადება და ორგანიზება რთულია.

რეგიონი, რომელსაც აქვს წინასწარ ჩაწერილი მონაცემები ხეების რაოდენობის,

სიმკვრივის, ცხოველთა ტიპებისა და რაოდენობის, ბუნებრივ წყალზე წვდომის შესახებ

მთელი წლის განმავლობაში და სხვა, შეუძლია დაეხმაროს სხვა მკვლევარებს შეაფასონ

რეგიონი ახალი კონსერვაციის მოქმედებებისთვის.



აპლიკაციები საზოგადოებისთვის


გლობალური გარემოს დაცვა ახლა ისეთ ეტაპზეა, რომ ცალკეული პირების მხარდაჭერა

და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალურად შემუშავებული

აპლიკაციები დაგეხმარებათ გაიგოთ გარემოს ზუსტი მდგომარეობა და როგორ

შეგიძლიათ წვლილის შეტანა ამ საქმეში. მონაცემთა ნაკრები, რომელიც მუდმივად

განახლდება რეალურ დროში, არსებული კანონები, ახალი პოლიტიკა, კორპორატიული

ქმედებების შედეგები და სხვა, ადვილად ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი

ადამიანებისთვის. ეს ცოდნა დაეხმარება მათ გააცნობიერონ სამუშაო, რომელიც ხდება

ადგილზე და რა არის კიდევ საჭირო.



ასე რომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ტექნოლოგიებს მხოლოდ ზიანის მოტანა

შეუძლიათ გარემოსთვის, მათი სწორად მიმართვით შეიძლება, რომ სერიოზულ

პროგრესს მივაღწიოთ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.





გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3R75mau


197 views0 comments
bottom of page