top of page
Search

კლიმატის გათბობასთან ერთად, მყინვარები დნება

Updated: Apr 3, 2021

პოლარული ქუდი არის პლანეტის ზედაპირზე მდებარე ტერიტორია, რომელიც დაფარულია ყინულებით.


ბოლო წლების განმავლობაში დედამიწაზე მოიმატა საშუალო ტემპერატურამ. ტემპერატურის მატებამ კი გამოიწვია ყინულის დნობა, ყოველი 10 წლის განმავლობაში 9 % ხდება ყინულის დნობის მატება. დედამიწაზე მუდმივად ხდებოდა კლიმატის ცვლილება, მაგრამ დღევანდელი დათბობა 10-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს ხდებოდა ადრე.


 

კლიმატის ცვლილება მთელს მსოფლიოში გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს: ზღვის დონის მატებას და სანაპიროების დატბორვას, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ეკოსისტემას, დაბინძურდება სასმელი წყალი და გარდაუვალი გახდება ადამიანთა მასობრივი მიგრაცია. ასევე იზრდება ოკეანეების მჟავიანობის დონე, ნახშირორჟანგის გამო, რომელიც შედის რეაქციაში წყალბადთან და წარმოქმნის ნახშირმჟავას. ეს კი მავნეა ოკეანეების ორგანიზმებისთვის. ზედაპირის წყლები 30 პროცენტით უფრო მჟავურია, ვიდრე ინდუსტრიამდელ ეპოქაში იყო. ეს კი აზიანებს მარჯნებსა და მოლუსკებს და არღვევს კვების ჯაჭვს.


 



1979 წლიდან დღემდე არქტიკამ ზღვის ყინულის მასის 40 % დაკარგა. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით 2030 წლისთვის არქტიკის პოლარული ქუდი მთლიანად დადნება. კლიმატის ცვლილების გამო არქტიკაში ბინადარ არსებებს გადაშენება ემუქრებათ. მაგ: პოლარულ დათვს. ყინულის დნობა ამცირებს სელაპებზე მათი ნადირობის დროს და არქტიკულ ზამთარში საკვების გარეშე გადარჩენის შანსი ძალიან ცოტაა.




ანტარქტიდისა და გრენლანდიის მყინვარულ საფარში თავმოყრილია მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის 99 პროცენტი. მათი გადნობის შემთხვევაში, მთლიანად გაუჩინარდება მაგალითად, ფლორიდის შტატი. National Geographic-ის მიერ შექმნილი რუკის თანახმად, ასევე წყლის ქვეშ მოექცევა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ამსტერდამი, სტოკჰოლმი, ბუენოს-აირესი, დაკარი, კანკუნი და ა. შ.




სწრაფი გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული კლიმატური ცვლილებები უმეტესწილად ადამიანის საქმიანობის შედეგია. ინტენსიური დათბობა დაიწყო მაშინ, როდესაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარებამ მკვეთრად იმატა. ამას დაემატა ტყეების მასიური ჩეხვა და გაუდაბნოება.


გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად დაზოგე ენერგია!


დავიწყოთ აქტიურად განახლებადი რესურსების გამოყენება, როგორებიცაა: მზის, ქარის, ჰიდრო ენერგიის მოხმარება. დავიწყოთ ხეების მასობრივი დარგვა, რომელმაც უნდა შეამციროს CO2-ის შემცველობა ჰაერში. პრობლების გააზრება თითოეული ადამიანის დონეზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება ესაა გამოსავალი.


გამოყენებული წყაროები: https://bit.ly/3sFFS8y; https://bit.ly/31x7y3A

https://bit.ly/39vzPfi; https://bit.ly/3fBhC3T




401 views0 comments
bottom of page