კორეელი მეცნიერები მუშაობენ მცირე ზომი მზის პანელზე, რომლის ინტეგრირება შესაძლებელია სმარტფონებში!
Updated: May 4, 2021
გამოქვეყნებულია 24 იანვარს, 2021

ახლო მომავალში ჩვენ სავარაუდოდ უკვე შევძლებთ დავტენოთ ტელეფონები და სხვა მოწყობილობებიც მზის ენერგიით!
კორეელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ შექმნეს სრულად გამჭვირვალე მზის ელემენტი, რომელიც არა მხოლოდ პიონერია თავის სეგმენტში, არამედ ძალზე პრაქტიკულია სამომხმარებლო პროდუქციის თვალსაზრისით.

წყარო: New York Post
მზის პანელი შთანთქმულ სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის, სხვა რეგულარული მზის პანელების მსგავსად.
მზის პანელი ძალზე გამჭვირვალეა, იგი შექმნილია სპეციალური მასალისგან, რომელიც წარმოადგენს ნიკელის ოქსიდის ნახევარგამტარებისა და ტიტანის დიოქსიდის კომბინაციას.
ამ მზის პანელის ყველაზე შთამბეჭდავი თვისებაა რომ იგი არის არატოქსიკური და ეკოლოგიურად სუფთა.

წყარო: Euronews
გამჭვირვალე მზის პანელი ტესტირების პერიოდში.
ეს ტექნოლოგია მომავალში ადვილად შეიძლება ინტეგრირდეს ფანჯრებში, შენობებში და მობილურ ტელეფონებშიც კი.
წყარო: https://bit.ly/3uVcZ9f