ლონდონის მეტრო მალე სრულად განახლებადი ენერგიით იმუშავებს
განახლებადი ენერგია სამყაროს მთავარი ტრენდია და შორს არ არის ის მომავალი, როცა ის პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლებს სხვა წყაროებს.
დიდი ქვეყნები ცდილობენ, რომ ენერგეტიკულ პროგრესს არ ჩამორჩნენ, მათ შორის არის ქალაქი ლონდონიც. რომელმაც დაანონსა, რომ 2030 წლისთვის ქალაქის ცნობილი სარკინიგზო ქსელი სრულად განახლებადი ენერგიით მომარაგდება.

ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მიერ გამოყენებულ ენერგიას აჭარბებს.
British Business Energy- ს ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ 200 ქარის ტურბინა ან 5,6 მილიონი მზის პანელი იქნება საჭირო სარკინიგზო ქსელის განახლებადი ენერგიით მომარაგებისთვის.

ლონდონის ტრანსპორტი არის ლონდონის ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი და ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელი დიდ ბრიტანეთში. იგი იყენებს 1.6TWh ყოველწლიურად, რაც იგივეა, რომ 437,000 ათასი სახლი უზრუნველყო ენერგიით. მარტო ლონდონის მეტრო კი ყოველწლიურად მოიხმარს 1.2 TWh, მისი სრულად გადაყვანა განახლებად ენერგიაზე კი დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის „გამწვანებისთვის“.
გამოყენებული წყარო: https://bit.ly/2Q3x7XM