top of page
Search

მზის ენერგია - ყველაზე იაფი წყარო გახდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს World Energy Outlook 2020-ის თანახმად მსოფლიოს საუკეთესო მზის ენერგიის სქემები უკვე გვთავაზობენ „ყველაზე იაფ ელექტროენერგიას ისტორიაშიტექნოლოგიურად უფრო იაფად, ვიდრე ნახშირი და გაზი უმეტეს დიდ ქვეყნებში.

სააგენტოს წინასწარი პროგნოზით, 2040 წლისთვის იქნება განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი ზრდა მსოფლიოს ბაზარზე.

მზის ენერგია 20-50%-ით იაფი გახდება, ვიდრე ადრე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ.

IEA ასევე ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის უფრო სწრაფი ზრდისა და ქვანახშირის „სტრუქტურული“ კლების მიუხედავად, ნაადრევია ნავთობის გლობალური მოხმარების დაქვეითების გამოცხადება, თუ არ იქნება უფრო ძლიერი კლიმატური ქმედებები. გაზზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს 30%-ით 2040 წლისთვის, თუ გლობალური დათბობის პოლიტიკა არ გაძლიერდება.

CO2-ის გლობალურმა ემისიებმა ფაქტობრივად მიაღწია პიკს, თუმცა ეს უკანასკნელი პიკი არაა.

IEA ამბობს, რომ წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევას დასჭირდება

"უპრეცედენტო" ძალისხმევა გლობალური ეკონომიკის ყველა ნაწილისგან და არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორიდან.

 

IEA-ს დეტალური მოდელირების თანახმად 2050 წლისთვის მიღწეულიქნება CO2-ის გლობალურ წმინდა ნულოვანი ემისია. ამისთვის საჭირო იქნება ინდივიდუალური ქცევის ცვლილებები, როგორიცაა მაგალითად სახლიდან „კვირაში სამი დღე“ მუშაობა.

 

IEA აკეთებს საკუთარ შეფასებას იმის თაობაზე, ასრულებენ თუ არა მთავრობები პარიზის შეთანხმების (UNFCCC) მიზანს.

გამოცდილება გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს გეგმები უფრო მდგრადი მიმართულების შესარჩევად.

გეგმა ვარაუდობს რომ CO2-ის ემისიები 2070 წლისთვის მიაღწევს წმინდა ნულს და იძლევა 50% შანსს, რომ დათბობა 1.65C-მდე შენარჩუნდეს - თუ ემისიები მასშტაბურად შემცირდება.

წლევანდელი პერსპექტივის საბოლოო გზა არის „დაგვიანებული აღდგენის სცენარი“, რომელიც გვიჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ კორონავირუსული პანდემია გაგრძელდება და გლობალურ ეკონომიკის გამოჯანმრთელებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

 

IEA-მ განიხილა მტკიცებულებები საერთაშორისო დონეზე და აღმოაჩინა, რომ მზის ენერგიისთვის კაპიტალის ღირებულება გაცილებით დაბალია, 2.6-5.0% ევროპასა და აშშ-ში, 4.4-5.5% ჩინეთში და 8.8-10.0% ინდოეთში.


ეს არის განახლებადი ინვესტიციების რისკის შესამცირებლად შექმნილი პოლიტიკის შედეგი.


მზის ენერგიას ახლა შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება 20 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულებით მეგავატ საათში (MWh).

ასევე ვარაუდობენ, რომ ხმელეთსა და ოფშორულ ქარის ენერგიას აქვს ხელმისაწვდომობა უფრო დაბალ ფასებზე.

გასული წლის განმავლობაში სამთავრობო პოლიტიკაში ცვლილებებთან ერთად, ეს დაბალი ხარჯები ნიშნავს, რომ IEA-მ კვლავ გააუმჯობესა განახლებადი ენერგიის პერსპექტივები მომდევნო 20 წლის განმავლობაში.

 

IEA მოელის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნახშირის ძველი სიმძლავრის სწრაფ ამოღებას, რაც 2040 წლისთვის დაიხურება 197 გვტ (ამჟამინდელი ფლოტის 74%) და 129 გვტ (88%) შესაბამისად.

2040 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი და გაზი დარჩება პირველადი ენერგიის პირველ და მეორე წყაროდ, შემცირდება ყველა წიაღისეული საწვავის გამოყენება.

ქვანახშირი ორი მესამედით შემცირდება, ნავთობი მესამედით და გაზი 12%-ით, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

სხვა განახლებადი ენერგიის წყაროები - უპირველეს ყოვლისა, ქარის და მზის - მოიმატებს თითქმის შვიდჯერ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში (+662%).

SDS ხედავს უფრო მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ზრდას ჰიდრო (+55%), ბირთვული (+55%) და ბიოენერგეტიკის (+24%) სფეროებში.

ნახშირის მოხმარება დაეცემა 10%-მდე.

მრეწველობისთვის CO2-ის ემისია დაახლოებით მეოთხედით შემცირდება რომლის ელექტრიფიკაცია და ენერგოეფექტურობა შეადგენენ უდიდეს წილს.

ამ ათწლეულის ყოველი თვის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი სახლი მიიღებს ენერგოეფექტურობის განახლებას, მხოლოდ ე.წ. „განვითარებულ ეკონომიკაში“.

სატრანსპორტო სექტორში CO2 შემცირდება მეხუთედით.

2030 წლისთვის ახალი მანქანების ნახევარზე მეტი ელექტრო იქნება, რაც 2019 წელს დაახლოებით 2.5% იყო.

წლევანდელი პერსპექტივა შეიცავს დეტალურ ანალიზს ინდივიდუალური ქცევის შეცვლის პოტენციალის შესახებ CO2 ემისიების შესამცირებლად. (ეს ნათელია თუნდაც გამარტივებულ დონეზე, როდესაც სიტყვა „ქცევა“ 122-ჯერ არის ნახსენები, 2019 წელს მხოლოდ 12-ჯერ).

მოხსენების თანახმად, ქცევის ცვლილებები, როგორიცაა ფრენების შემცირება და კონდიციონერის გამორთვა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევაში.

ავტორების აზრით, მანქანებიდან CO2-ის გამონაბოლქვის დაახლოებით 7% მოდის 3 კილომეტრზე ნაკლები სიგრძის მგზავრობაზე. იგივე მანძილს დაახლოებით 10 წუთზე ნაკლები დასჭირდება ველოსიპედით.

სცენარში, ყველა ეს მოგზაურობა შეიცვალა ფეხით და ველოსიპედით.

მოხსენებაში ვარაუდობენ, რომ ქცევის ცვლილებამ შეიძლება შეამციროს ემისიები ფრენებიდან 2030 წელს დაახლოებით 60%-ით.

მაგალითად აქტუალურია საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენების გაუქმება, აგრეთვე გრძელვადიანი და საქმიანი ფრენების რაოდენობის შემცირება სამი მეოთხედით. .

მიუხედავად ამისა, სხვაგვარად მოსალოდნელი ავიაციის ზრდის გამო, 2030 წელს მთლიანი საავიაციო აქტივობა კვლავ დარჩება დაახლოებით 2017 წლის დონეზე ამ სცენარით.

დარჩენილი დანაზოგი მოდის სახლებში ენერგიის მოხმარების შეზღუდვის გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა გათბობის და კონდიცირების სისტემების გამორთვა.

სახლიდან მუშაობას აქვს საერთო ემისიების დაზოგვის პოტენციალი, რადგან მგზავრობისას გამონაბოლქვის შემცირება სამჯერ მეტია, ვიდრე საცხოვრებელი სახლების ემისიების ზრდა.

ანგარიშის შეფასებით, თუ გლობალური სამუშაო ძალის 20%, რომელსაც შეუძლია სახლიდან მუშაობა კვირაში მხოლოდ ერთი დღით, 2030 წელს ეს დაზოგავს დაახლოებით 18 მლნ ტონა CO2-ს (MtCO2) გლობალურად.

სინამდვილეში, სცენარი ვარაუდობს, რომ ყველა, ვისაც ამის საშუალება აქვს, კვირაში სამი დღე მუშაობს სახლიდან, რაც შეადგენს შედარებით მოკრძალებულ 55 MtCO2 დანაზოგს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკული სისტემიდან CO2-ის ემისიებზე, იგი ასევე მიუთითებს მეთანისა და აზოტის ოქსიდის მაღალ დონეებზე, რომლებიც წარმოიქმნება გლობალური სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობისგან.

აქედან გამომდინარე, ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლის გარეშე ძალიან რთული იქნება ემისიების სწრაფი შემცირების მიღწევა.

ავტორები აღიარებენ, რომ შემოთავაზებული ქცევის ცვლილებების საყოველთაო მიღება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ არსებობს „ალტერნატიული გზები“, რომლითაც ასეთი ცვლილებები შეიძლება გაერთიანდეს მსგავსი შედეგების მისაღებად.



წყარო: https://bit.ly/3q2qiVY


438 views0 comments
bottom of page