top of page
Search

მზის პანელებით მოსაპირკეთებელი სამუშაოები ელექტროენერგიის წარმოებისთვის


ბარსელონაში ცენტრალურ მოედანზე (Plaça de les Glòries) დაგებულია 50 კვადრატული მეტრი მზის ენერგო - ტროტუარი ელექტროენერგიის წარმოებისთვის.

პროექტმა მოიგო მუნიციპალური კონკურსი "გენერატორების ტროტუარები", რომელიც ეძებს განახლებადი ენერგიის გამომუშავების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ქალაქის ინფრასტრუქტურის ფარგლებში.

პროექტის მიზანი არის ელექტრო ენერგიის მიღებისა და წარმოქმნის ეკოლოგიური წყაროების დანერგვა.


პანელურმა ტროტუარმა უნდა გამოიმუშაოს წელიწადში ელ-ენერგიის 7,560 კვტ / სთ, რაც ექვივალენტურია სამი საცხოვრებელი სახლის წლიური ელექტოენერგიის მოხმარებისა.


როგორ მუშაობს მზის ენერგიის წარმომქმნელი მოსაპირკეთებელი მასალები?


- სისტემა იყენებს მაღალრეზისტენტულ მოცურების საწინააღმდეგო მინას, რომელიც დაკავშირებულია ფოტოვოლტალურ მოდულებთან ელექტრო კაბელებით.

ინიციატივა ეხმიანება ქალაქის მიზანს ენერგეტიკული მოდელის შეცვლაში და ხელს უწყობს სათბურის გაზების გამონაბოლქვის განახევრებას 2030 წლისთვის, ხოლო 2050 წლისთვის უკვე ქალაქი ნახშირბად - ნეიტრალური გახდება.

წყარო: https://bit.ly/3fcBg4b



347 views0 comments
bottom of page