მთვარე მომავლის ენერგორესურსი
დღეისათვის ენერგეტიკის საფუძველს ნახშირწყლების წვა წარმოადგენს. დგება დრო როცა მათ შემცვლელი უნდა მოენახოს. ერთ-ერთ შემცვლელად თერმობირთვული რეაქცია "დეიტერიუმი-ჰელიუმი-3" მოიაზრება. ის ენერგიის უფრო დიდ გამოსავალს იძლევა ვიდრე თანამედროვე ატომური დანადგარები და რაც მთავარია რადიაციის გარეშე.

მაგრამ დედამიწაზე ჰელიუმი-3-ის იზოტოპი მხოლოდ რამოდენიმე კილოგრამია. სამაგიეროდ მთვარეზე ის საკმარისზე მეტია გროვდებოდა რა მთვარის ზედაპირულ ფენში, მზის ქარბუქების შედეგად, მრავალი მილიონი წლის განმავლობაში.ნასა-ს მონაცემებით მთვარის გრუნტში ამ ნედლეულის მარაგი 1 მლრდ ტონას შეადგენს რაც კაცობრიობას 5000 წლის განმავლობაში უნდა ეყოს. იგივე ამერიკელების მონაცემებით აშშ-ს ელექტროენერგიის წლიურ მოთხოვნილებას მხოლოდ 25 ტ მთვარის ჰელიუმი-3 დააკმაყოფილებს. მისი ღირებულება 25 მლრდ დოლარია, ტრადიციულ ენერგომატარებლებზე კი აშშ ყოველწლიურად 40 მლრდ-ს ხარჯავს.
ეკონომიური სარგებლიანობა ეჭვს არ იწვევს და ამერიკელებმა უკვე შექმნეს აპარატი, რომელიც მთვარის ზედაპირზე გრუნტს შეაგროვებს, მზის ენერგიის წყალობით გამოყოფს მისგან ჰელიუმ-3, გადაამუშავებს თხევად მდგომარეობაში და გამოაგზავნის დედამიწაზე. მთვარის პრაქტიკული ღირებულება მარტო ენერგორესურსებით არ შემოიფარგლება. ცნობილია რომ პლატინის, სპილენძის და ნიკელის, ასევე იშვიათი მეტალების დაძიებული მარაგები დედამიწაზე 40 წელში ამოიწურება.

ამ მეტალებს შეიცავენ ასტეროიდები რომლებიც დედამიწას უახლოვდებიან. ვარაუდობენ, რომ 1,5 კმ სიდიდის ციური სხეული 20 ტრლ დოლარის იშვიათ მეტალებს უნდა შეიცავდეს. მაგალითად ასტეროიდი 1986 DA, რომელიც შედგება პლატინოიდების ჯგუფის მინერალებისაგან, ნიკელის, კობალატისა და რკინისაგან, შეფასებულია 87,2 ტრლ დოლარად. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ასტეროიდების დედამიწაზე შემოტანა, ან მათი ადგილზე დამუშავება.
ასტეროიდების ნამსხვრევებით არის მოფენილი მთვარის ზედაპირი, რაზედაც ის უამრავი კრატერი მეტყველებს, რომელთა ზედაპირები ასტეროიდების ნამსხვრევებითაა მოფენილი. მათ დასამუშავებლად არ არის აუცილებელი რამე განსაკუთრებული სამთომადნო მეთოდები, მთვარის სატვირთო აპარატის ერთი რეისი, რომელიც დედამიწაზე ჩამოიტანს ამ სიმდიდრის მხოლოდ მცირე ნაწილს გახდება მომგებიან კოსმოსურ საწარმოდ, რაც სკლუპურეზული დათვლებითაა დამტკიცებული.
სტატია მოამზადა: ვაჟა ნადირაძემ