მთვარის მტვრისგან ჟანგბადის წარმოებას აპირებენ
Updated: May 2, 2022
ჰოლანდიაში მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული „ჟანგბადის ქარხანა“, რომელსაც შეუძლია მთვარის მტვრისგან ამოიღოს ჟანგბადი. ნედლეულად გამოიყენება მთვარის მტვრის ხელოვნური ანალოგი, რომელიც 40-45% -ით შედგება ჟანგბადიდან.

აპოლონის მისიების დროს დედამიწაზე დაბრუნებული მთვარის ქანების ნიმუშებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა იციან, რომ მთვარის ნიადაგი ანუ რეგოლითი შეიცავს დაახლოებით 40-45 პროცენტს ჟანგბადს.
მთვარეზე მოპოვებული ჟანგბადი არამარტო ადამიანისთვის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიeრება ისე გამოიყენებენ, არამედ მისი გამოყენება შესაძლებელია სარაკეტო საწვავის ერთ-ერთ კომპონენტად, მაგალითად, წყალბადთან ერთად. მთვარის ზედაპირზე „ჟანგბადის ქარხნების“ არსებობა მეცნიერებს მისცემდა შესაძლებლობას მთვარე გადააქციონ სადგურად საიდანაც უფრო იაფად იქნება შესაძლებელი მისიების გაგზავნა მარსზე და შორეულ კოსმოსში.

პროექტის საბოლოო მიზანია შეიქმნას აპარატი, რომელიც შეძლებს მთვარეზე მუშაობას და მთვარის მტვრისგან ჟანგბადის წარმოებას. პროექტზე აქტიურად მუშაობენ მეცნიერები და შესაძლებელია 10/15 წელიწადში აპარატი მთვარეზე ვიხილოთ.
გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3lS9Up5