top of page
Search

მიკროპლასტმასა ყველგანაა!!!


მილიონობით გამოყენებული პლასტმასის ნივთების დაშლას 1 000 წელიწადზე მეტი სჭირდება, თუმცა მათი უმრავლესობა მალევე იშლება უფრო მცირე ზომის ნაწილაკებად, რომლებსაც მიკროპლასტმასებს უწოდებენ.

მიკროპლასტმასები ჩვენს ორგანიზმში ხვდება, როგორც სასუნთქი გზებით ასევე ჩვენ მათ პირდაპირ ვჭამთ და ვსვავთ.


მიუხედავად იმისა, რომ მათი ზუსტი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ ჯერჯერობით გაურკვეველია, კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ ანთებითი პროცესები, იმუნიტეტის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები და ა.შ.


2020 წელს მეცნიერებმა ჯანმრთელი ქალების პლაცენტაში მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს. ნაწილაკები სავარაუდოდ, პირადი მოვლის საშუალებებიდან, კოსმეტიკური საშუალებებიდან გადავიდა ორგანიზმში.


ზოგიერთი ჩაის ჩანთა მზადდება პლასტმასისგან, კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი პლასტმასის ჩაის გამოყენებით შესაძლებელია 11,6 მილიარდი მიკროპლასტიკური ნაწილაკის გამოყოფა ერთ ჭიქა ჩაიში.




ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შიდა ჰაერში არსებული მტვერი შეიძლება შეიცავდეს მიკრონაწილაკების ფართო სპექტრს, რომელთაგან ზოგიერთი პლასტმასისგან შედგება. ხალიჩიანი იატაკის მქონე სახლებში თითქმის ორჯერ მეტი იყო ნავთობქიმიური ბოჭკოები, როგორიცაა პოლიეთილენი და პოლიაკრილი, ხოლო მძიმე იატაკის მქონე სახლებში უფრო მეტი პოლივინილის ბოჭკოები.



 

მიკროპლასტმასას ყველაზე აქტიურად პატარა ბავშვები სუნთქავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მცირეწლოვან ბავშვებს აქვთ უფრო მაღალი სუნთქვის სიხშირე, სხეულის დაბალ წონასთან ერთად. ისინი ასევე მეტ დროს უთმობენ იატაკზე თამაშს და ხშირად იდებენ ხელებს პირში, რაც ზრდის მტვრის მიკროპლასტმასის ზემოქმედებას.



ზემოხსენებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ დაახლოებით 6,1 მილიგრამ მიკროპლასტიკას ყოველ კილოგრამ წონაზე წელიწადში. 5/6 წლის ბავშვისთვის ეს რაოდენობა უდრის ბარდის ზომას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს შეიძლება მცირე რაოდენობად მოგვეჩვენოს, ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ მიკროპლასტმასებს ჩვენს სხეულზე.



მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ მიკროპლასტიკები ყველგან არის, მეტი კვლევაა საჭირო იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მათი გრძელვადიანი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. მეცნიერების აქტიური კვლევის საგანის მიკროპლასტმასას გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. საინტერესოა საბოლოო დასკვა უნდა გვეშინოდეს თუ არა მიკროპლასტმასის, რომელიც ჩვენს ორგანიზმში გროვდება.






გამოყენებული წყარო: https://bit.ly/382gapa


369 views0 comments
bottom of page