top of page
Search

მიუხედავათ აკრძალვისა, ცხოველებზე კოსმეტიკური საშუალებების ტესტირება კვლავ გრძელდება!




მსოფლიოში 40-ზე მეტ ქვეყანას აქვს მიღებული კანონი, რომელის მიხედვიდაც იკრძალება ცხოველებზე კოსმეტიკური საშუალებების ტესტირება. მათ შორისაა ბრაზილია, კოლუმბია, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, ისლანდია, ნორვეგია და ევროკავშირის ყველა ქვეყანა.

1998 წელს დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა ცხოველებზე ტესტირება კოსმეტიკური პროდუქტებისა და მათი ინგრედიენტებისთვის. შემდეგი ქვეყნები იყო ისრაელი 2007 წელს, ინდოეთი 2014 წელს. 2019 წელს ავსტრალიაც შეუერთდა მათ რიგებს.




მიუხედავათ აკრძალვებისა ტესტირებამ ცხადყო, რომ ასობით კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც იყიდება დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, კვლავ შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ცხოველებზეა გამოცდილი. ტესტირება ჩატარდა ტუჩის საცხებზე, მზისგან დამცავებზე, დამატენიანებლებსა და კონდიციონერებზე.


თომას ჰარტუნგი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი აღნიშნავს, რომ მომხმარებლები შეჰყავთ შეცხომაში, რადგან ხშირ შემთხვევაში პროდუქტები, რომლებსაც ეტიკეტზე აქვთ აღნიშვნა, რომ ცხოველებზე არ არის ტესტირებული, შეიძლება შეიცავდეს ზოგიერთ ინგრედიენტს, რომელიც ცხოველზეა გამოცდილი.




ცხოველებზე ტესტირების მოწინააღმდეგეთა აზრით, მსგავსი ტესტირება ხშირად უბრალოდ უსარგებლოა, რადგან ის ადამიანისთვის უსაფრთხოების გარანტიას მაინც არ იძლევა. ყოველწლიურად ათასობით ცხოველი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ხდება. დღესდღეობით კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ტესტირების უამრავი ალტერნატიული მეთოდი, რომელიც ცხოველების გარეშე შეიძლება განხორციელდეს და ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია.




მეცნიერები კი ხაზს უსვამენ, რომ ცხოველებზე ტესტირება აღარ არის მეცნიერულად საჭირო იმისთვის, რომ კოსმეტიკური ინგრედიენტები უსაფრთხო იყოს ადამიანებისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ტესტირების შედეგად მიღებული ინგრედიენტები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ადამიანისთვის უსაფრთოების და უვნებლობის გარანტია, სრულად საკმარის რაოდენობას წარმოადგენს, ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობისთვის.




გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3nNk2jG




341 views0 comments
bottom of page