top of page
Search

მომწამლავი მიკროპლასტმასი!


თამბაქოს მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. მაგრამ არანაკლებ აზიანებს გარემოს და ცოცხალ არსებებს. ყოველწლიურად მწეველები მთელს მსოფლიოში დაახლოებით 6,5 ტრილიონ სიგარეტს ყიდულობენ. ეს არის დაახლოებით 18 მილიარდი ყოველდღე. სიგარეტის მოწევის შემდეგ რჩება ე.წ. სიგარეტის „ჯოხები“, რომელთა მხოლოდ მესამედი ხვდება ნაგავში, დანარჩენი ნაწილი გრძელ გზას გადის: ტროტუარიდან კანალიზაციაში, კანალიზაციიდან ოკეანეში, ოკეანედან კი სანაპიროზე. საერთო ჯამში სიგარეტის ჯოხები, მსოფლიოში ყველა პლიაჟის ნარჩენების 19 % შეადგენს.


 

სიგარეტის ნარჩენები ნაპოვნი იყო თევზების, ფრინველების, კუების და ზღვის ცხოველების სხვადასხვა სახეობების ორგანიზმში. სიგარეტის ნარჩენები მომწამლავია და ცოცხალი არსებების სიკვდილს იწვევს.

ყველაზე დიდი პრობლემა არის ფილტრები, რომელთა უმეტესობა დამზადებულია ცელულოზის აცეტატისგან. ფილტრები არ არის ადვილად ბიოდეგრადირებადი, ისინი იშლება წლობით და ათასობით პლასტმასის ბოჭკოს გამოყოფენ. ბოჭკოებთან ერთად გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ანადგურებენ გარემოს მაგ: დარიშხანი, ტყვია, ძმარმჟავა.



ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ერთი სიგარეტის ნამწვს 1000 ლიტრი წყლის ტოქსიკური ნარჩენებით დაბინძურება შეუძლია, რაც, შესაძლოა, შემდეგ ჩვენს საკვებში აღმოჩნდეს. მრავალ სახელმწიფოში ჯარიმაა დაწესებული ქუჩაში ნამწვის გადაგდების გამო. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები სიგარეტის ნამწვის შესამცირებლად: იდგმება დიდი რაოდენობით ურნები, ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებით ხარჯები სანაპიროების დასასუფთავებლად მაგრამ ჯერ-ჯერობით მიმდინარე ღონისძიებები საკმარისი არ არის. საჭიროა თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა, აიღონ თავიანთი წილი პასუხისმგებლოდა ადამიანების და ბუნების წინაშე და შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა.

 

ელექტროსიგარეტის გავლენა გარემოზე


კვლევებმა დაადასტურა, რომ ელექტროსიგარეტი ისეთივე საშიშია, როგორც თამბაქო, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მისი გამოყენების შედეგად გარემოში არ ხვდება მხუთავი აირი CO. გარემოს დაბინძურების კუთხით კი მდგომარეობა დამძიმდა, რადგან ელექტროსიგარეტები ძირითადად პლასტმასისგან არის დამზადებული. ელექტრონული სიგარეტი განიხილება, როგორც საშიში ნარჩენები გარემოსთვის.



ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ინდუსტრიის ეს სახეობა შეფუთვისთვის 2,4 მილიონ ტონა სიგარეტის ქაღალდსა და მუყაოს იყენებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი, თუ თამბაქოს კულტურის მოყვანა მისი მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება, ეს გარემოს რესურსების აუნაზღაურებელ დეგრადაციას გამოიწვევს. თამბაქოს დამუშავება მიწის დიდ ზიანს აყენებს, ამ მცენარეს უფრო ფრთხილად მოვლა და პესტიციდების დიდი რაოდენობა სჭირდება, ამიტომ ღარიბი ქვეყნებში თამბაქოს მოსაშენებლად მიწის გამოყენება ამ ქვეყნებში იწვევს საკვების უკმარისობას და შიმშილს.



თამბაქოს ზემოქმედების შესამსუბუქებლად საჭიროა, პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სინთეტიკური ფილტრის ბიოდეგრადირებადით ჩანაცვლება, მეტი ნაგვის ურნების დამონტაჟება, სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვების გატარება, მწარმოებელი კომპანიების მიერ პასუხისმგელობის დაკისრება. რაც გულისხმობს, მწარმოებლის მიერ პროდუქციის წარმოების, რეალიზების და შემდგომ გადამუშავების სრულ ციკლზე პასუხისმგელობის აღებას და ყველაზე მთავარი სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება.


წყარო: https://on.natgeo.com/2OZumGt

https://bit.ly/3lLcZVD , https://bit.ly/3lK4MkF


214 views0 comments
bottom of page