top of page
Search

მსოფლიოს კუთხეები მანქანების გარეშე

Updated: Dec 14, 2021


გადაჭარბებული ავტომობილები - მრავალი ქალაქის პრობლემას წარმოადგენს. უმეტესწილად რაც უფრო მჭიდროდაა დასახლებული ქალაქი - მით მეტი ავტომობილი იყრის თავს ქუჩებში.

ჭარბი რაოდენობის ავტომობილი გარდა იმისა, რომ ქმნის საცობებს, ასევე აბინძურებს გარემოს გამონაბოლქვით.



 


მართალია უკვე დამკვიდრდა ელექტროძრავიანი მანქანები, თუმცა ისინი მაინც ცოტაა და ბევრ ქალაქის მკვიდრს არ შესწევს უნარი ისინი შეიძინოს.

მსოფლიო მასშტაბით მიდის დისკუსიები იმაზე, თუ რა გზებით შეამცირონ ავტომობილების რაოდენობა დიდი ქალაქების გზებზე.




პარიზში 2022 წლისთვის განიხილავენ დიდ ცვლილებებს - ავტოტრანსპორტის მოძრაობა მკვეთრად შემცირდება პარიზის ცენტრში, სოციალისტი მერის ანა ჰიდალგოს გეგმის მიხედვით. ეს არის უახლესი ნაბიჯი მის პროექტში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ურბანული პეიზაჟის გამწვანებისკენ.

ასევე ამსტერდამი, ბარსელონა და სხვა ცნობილი ქალაქები მაქსიმალურად ცდილობენ შებოჭონ ავტოტრანსპორტით გადაადგილება და მეტად წაახალისონ ველოსიპედით მოძრაობა, რისთვისაც იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურები. ბევრი ქუჩა ვიწროვდება და მონტაჟდება უფრო მეტი ველოსიპედის სადგომი.


 

თუმცა მსოფლიოში უკვე არსებობს უმანქანო ქალაქები და კუნძულები, რომლებიც მრავალი ფორმით მოდის.

ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ქალაქის ცენტრია, სადაც აკრძალეს მანქანები დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისა და ტურიზმის გაზრდის მიზნით. ხოლო სხვა ადგილებში არ არის ავტომობილი ადგილობრივი გეგმარების გამო; მაროკოში მაგალითად, ფეს-ალ-ბალის ვიწრო ქუჩები ავტომობილის მართვას შეუძლებელს ხდის. არის ადგილები, სადაც ჯერ კიდევ სოფლებია მცირე მოსახლეობით სადაც გადაადგილდებიან ნავებით, ვირებითა და ველოსიპედებით.

ასევე არის არხის ქალაქები - როგორიცაა ვენეცია - სადაც წყალი ძირითადი გადაადგილების მეთოდია. მოსახლეობა მოგზაურობს გონდოლით ან ცხენის ეტლით ქვაფენილზე. მსგავს ქალაქებში ცხოვრების განსხვავებული, უფრო ნელი ტემპია.


 

წარმოგიდგენთ სხვადასხვა კუთხეს - სადაც არ მოძრაობენ ავტომობილები:


გენტი, ბელგია

გენტის ქალაქის ცენტრმა 1996 წელს გააუქმა მანქანები, მუდმივი საცობებისა და ჰაერის ხარისხის დაქვეითების გამო. ქალაქი მოიცავდა დაახლოებით 86 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, მანქანებისგან თავისუფალ ტერიტორიას, რომელზეც ახალი შესაძლებლობები გაუხსნა ველოსიპედის ინფრასტრუქტურისთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და გახადა ქალაქი ბევრად უფრო სასიამოვნო როგორც ტურისტებისთვის, ასევე მაცხოვრებლებისთვის.


 

ლამუ, კენია

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და აღმოსავლეთ აფრიკის უძველესი და საუკეთესოდ შემონახული სუაჰილის დასახლება, ლამუ არის კენიაში უმანქანო კუნძული. ვიწრო ქუჩებზე ნებადართულია მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისა და ვირების მოძრაობა.



 

ცეცხლის კუნძული, ნიუ-იორკი

კუნძული ამაყობს 42 კილომეტრიანი სანაპირო ზოლით, რომელიც მანქანებისთვის აკრძალულია. გადაადგილების ერთადერთი გზა არის ფეხით, ველოსიპედით ან გოლფის ეტლით.



 

ზერმატი, შვეიცარია

ზერმატი, არის ალპური ქალაქი, რომელიც მთლიანად დაკეტილია მანქანებისთვის. კერძო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ წვდომა Täsch-ის პატარა ქალაქზე, რომელიც ზერმატიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია, შემდეგ კი მატარებლით არის მისაწვდომი. მატარებლები ქალაქში ყოველ 20 წუთში დადიან. ქალაქში გადაადგილება მარტივია ფეხით, ეტლით, ელექტრონული ტაქსით, ველოსიპედით ან ელექტრონული ავტობუსით.



 

კუნძული ჰიდრა, საბერძნეთი

კუნძულ ჰიდრაზე არ დადიან ძრავიანი ავტომობილები - გარდა ნაგვის მანქანებისა. მაცხოვრებლები და ვიზიტორები მატერიკიდან ჩამოდიან ჰიდროფოლით ან ნავით, ხოლო კუნძულზე ყოფნისას ყველაზე ადვილია ფეხით, ვირით ან წყლის ტაქსით გადაადგილება.



 

ფეს-ელ ბალი, მაროკო

ფეს-ალ-ბალის შუა საუკუნეების ქუჩები, მაროკოში (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთი ადგილი) არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანქანებისგან თავისუფალი ურბანული უბანი მსოფლიოში. ვიწრო ჩიხები და ქუჩები სრულიად მიუწვდომელია მანქანით, ამიტომ ადამიანების უმეტესობა მოძრაობს ფეხით, ვირით ან ეტლით.

 

ლა კუმბრესიტა, არგენტინა

არგენტინის კორდობის პროვინციაში მდებარე ამ პაწაწინა ალპური სტილით შთაგონებულ სოფელს არ აქვს მოასფალტებული გზები და სანაცვლოდ ყველა გადაადგილდება ფეხით. ეს ითვლება ქვეყნის პირველ საცალფეხო ქალაქად.



 

ვენეცია, იტალია

ერთერთი ყველაზე ცნობილი უმანქანო ქალაქია მსოფლიოში. ვენეციელები და ტურისტები გადაადგილდებიან ფეხით ან ნავით. ქალაქი მოიცავს 118 კუნძულს ლაგუნაში, რომლის სიღრმე მხოლოდ 15 მეტრია, ვენეცია ხიბლავს მნახველებს თავისი 416 ხიდით, 177 არხით და ნათელი ფერის შენობებით.



 

ჰალიბუტის ყურე, ალასკა

ჰალიბუტის ყურე მდებარეობს კაჩემაკის ყურის სახელმწიფო პარკში. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მას არ აქვს გზები და ხალხი გადაადგილდება ფეხით, ან თხილამურებით. ასევე კვადროციკლებით ან ჰიდრო თვითმფრინავით. ეს შესანიშნავი ბანაკია ალასკას მყინვარების, მთებისა და ველური ბუნების სანახავად, შენობების უმეტესობა დგას საყრდენებზე ან ცურავს ნავსადგურებზე.



 

გითჰორნი, ნიდერლანდები



ხშირად "ჰოლანდიურ ვენეციას" უწოდებენ; გითჰორნი არის ჰოლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ქალაქი, სადაც ყველგან არის ნავებით სავსე წყლის გზები, ბილიკები და ველოსიპედის ბილიკები. ეს სოფელი ცნობილია თავისი ჩალის სახურავებით, მე-18 საუკუნის ფერმერული სახლებით - შემკული ულამაზესი ყვავილებით - და ქალაქის 170 პატარა ხის ხიდით. სტუმრები, როგორც წესი, ქირაობენ ნავს და შუადღეს ატარებენ არხებზე სეირნობით.



 

დუბროვნიკის ძველი ქალაქი, ხორვატია


ძველი ქალაქის დუბროვნიკის ისტორიული კედლების გარეთ ნახავთ უამრავ მანქანას, მაგრამ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის შიგნით არის საცალფეხო ოაზისი, სადაც მანქანები აკრძალულია. ცნობილი როგორც "ადრიატიკის მარგალიტი", დუბროვნიკი ამაყობს გოთიკური, რენესანსის და ბაროკოს ეკლესიების ეკლექტიკური ნაზავით და ულამაზესი წითელი კრამიტით დაფარული სახურავებით.



 

სარკის კუნძული, არხის კუნძულები

ამ კუნძულზე ერთადერთი ძრავიანი ტრანსპორტი - ტრაქტორია. მოსახლეობა ველოსიპედებს, ცხენებსა და ურმებს იყენებს. კუნძულის სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ტრაქტორზეა მიბმული. გერნსიდან 50 წუთიანი გემით გამგზავრება ყველაზე მარტივი გზაა.



 

მაკინაკის კუნძული მიჩიგანი

მაკინაკის კუნძული არ იყენებს მანქანებს ზამთარში რამდენიმე სერვისული მანქანის გარდა. სტუმრები და მაცხოვრებლები მოგზაურობენ ფეხით, ველოსიპედითა და ცხენებით. კუნძულის 80 პროცენტი საჯარო მიწაა და დაცულია.



 

Civita di Bagnoregio იტალია

Civita di Bagnoregio-ს კანიონზე მაღლა მდებარე მთის მწვერვალზე აქვს ერთი საფეხმავლო ხიდი შიგნით და გარეთ. მოსახლეობა ძირითადად ვირების მეშვეობით გადაადგილდება. თუმცა ბოლო დროს უკვე მოპედებითაც მგზავრობენ.








წყარო: https://bit.ly/3Hfgpu8

503 views0 comments
bottom of page