top of page
Search

მსოფლიოს უდიდესი ტალღური ენერგიის და წყლის მოქცევის გარდამქმნელი მოწყობილობა მალე დაიტესტება


თვითმფრინავის ფორმის მოწყობილობა, რომელიც შეძლებს გაერთიანებული სამეფოს 2000 სახლის ენერგიით მომარაგებას ტალღის ენერგიის ათვისებით. მოწყობილობა უკვე გადააქვთ სატესტო პოზიციაზე შოტლანდიის ორკნეის კუნძულებზე ჩრდილოეთ ზღვაში, იტყობინება Recharge news.


680 ტონიანი, 70 მეტრიანი მოწყობილობა, რომელიც შოტლანდიის Orbital Marine Power- მა ააშენა, დაუკავშირდება ევროპის საზღვაო ენერგიის ცენტრს მანქანის ეფექტურობის შესამოწმებლად.

ცენტრი მუშაობს ზღვის მოქცევის და ტალღის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის ახალი ფორმების შემუშავებასა და შემოწმებაზე.


Orbital Marine Power მოწყობილობა, რომელსაც ორ ფრთასთან აქვს დამაგრებული წყვილი 52 მეტრი სიგრძის ტურბინები, სავარაუდოდ გამოიმუშავებს 2 მეგავატ ელექტროენერგიას.


ქარისა და მზის ენერგიასთან შედარებით, საზღვაო ენერგიის სექტორი ბევრად ნელა ვითარდებოდა საზღვაო გარემოში მუშაობის სირთულის გამო.

მაგრამ Ocean Energy Europe, რომელიც წარმოადგენს საზღვაო ენერგეტიკულ ინდუსტრიას, პროგნოზირებს, რომ ტალღური და წყლის მოქცევის ენერგია 2050 წლისთვის შეძლებს ევროკავშირის ელექტროენერგიის საჭიროების 10 პროცენტის დაკმაყოფილებას.


წყარო: https://bit.ly/3wOoDDK


35 views0 comments
bottom of page