ნავთობის მშთანთქავი და პლასტიკის მჭამელი ბაქტერიები - ისინი არსებობენ
Updated: Apr 14, 2021

უკვე წლებია აღმოჩენილია სხვადასხვა მეცნიერების მიერ ბაქტერიები, რომლებიც ადაპტირდნენ თანამედროვე გარემოს პირობებში გადარჩენისთვის და გაუჩნდათ უნარი სხვა საკვებთან ერთად, ასევე შეძლონ იკვებონ ჩვენს მიერ დაბინძურებული მასალით - კონკრეტულად - ნავთობით და პლასტიკატით.
ბაქტერიების სახეობაა:
ენზიმები - რომლებიც ცხოვრობენ ოკეანის გარკვეულ ადგილებში და მიირთმევენ ნავთობს, რომელიც მოხვედრილია ოკეანის წყლებში.

სამწუხაროდ ნავთობის ისეთი რაოდენობა იღვრება, რომ პატარა ოდენობის ბაქტერიები ვერ ახერხებენ მის დიდი ნაწილის გადამუშავებას, ვინაიდან ტალღებს უფრო დიდ ფართობზე გადააქვთ ნავთობის მასები და იფანტება მთელს ოკეანეში, ენზიმებს არ ყოფნით რესურსი რომ შესაბამისი ინტენსივობით იკვებონ და გამრავლდნენ.
მეცნიერები მუშაობენ ამ საკითხის შესწავლაზე, თუ როგორ მოამრავლონ ეს ბაქტერიები ისე, რომ შედეგი უკეთესი იყოს, მაგრამ ეკოსისტემა არ დაზიანდეს.
პსეუდომონები - ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ ნიადაგში, და იკვებებიან პლასტიკური ნარჩენებით.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცით, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისე, რომ მათი მეშვეობით ეფექტურად შეიძლებოდეს პლასტიკური ნარჩენების უტილიზირება. ამ საკითხზეც მიდის მეცნიერული კვლევები და იმედებს ამყარებენ რომ ბუნებრივი გზით შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარებაც.
წყაროები: https://bit.ly/3uQ8fBG