ნანო ბრილიანტის ბატარეების გამოყენებას ათასობით წელი შეძლებთ
ბირთვული ნარჩენების ბრილიანტებად გადაქცევის შედეგად კომპანიამ შექმნა ბატარეები, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში გაძლებს.

რადიოაქტიური ნახშირბადის 14 ბრილიანტად გადაქცეული ბირთვული რეაქტორის ნაწილები წარმოქმნის ენერგიას. მათი უსაფრთხოების მიზნით, ნახშირბადის 14 ბრილიანტი მოთავსებულია ალმასის მეორე დამცავ ფენაში. კომპანია პროგნოზირებს, რომ პირადი მოწყობილობების ბატარეები შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 9 წელი.
ბირთვული ნარჩენები - ეს არის ბირთვული ელექტროსადგურების რადიოაქტიური საშიში ნივთიერებები, რომელთა შენახვაც სახლებთან ახლოს ან თუნდაც მათი ტრანსპორტირება მათ ქალაქებში არავის სურს. ეს ნივთიერებები არის ტოქსიკური, საშიში, ათასობით წელი სჭირდება მის სრულ დეგრადაციას და ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მის დამზადებას.
კალიფორნიულმა კომპანიამ NDB განაცხადა, რომ მას შეუძლია ორივე პრობლემის გადაჭრა. მათი თქმით, მათ შექმნეს ბირთვული ნარჩენებისგან დამზადებული ბატარეა, რომელსაც შეუძლია 28000 წელი გაძლოს. ბატარეა მზადდება ორმაგი დაცვით, რაც არსებითად გამორიცხავს მის დაზიანებას, თუ იგი გამოიყენება მანქანებში ან სხვა მოძრავ ობიექტებში. კომპანია ასევე ამბობს, რომ მისი ელემენტები უსაფრთხოა და ბევრად ნაკლებ გამოსხივებას გამოსცემს ვიდრე ადამიანის სხეული.

NDB პროგნოზირებს, რომ თუ ელემენტი გამოიყენება დაბალი სიმძლავრით, მან შეიძლება 28000 წელი გაძლოს. როგორც ავტომობილის აკუმულატორმა, მან შესაძლებელია იმუშაოს 90 წელი, სამომხმარებლო ელექტროტექნიკისთვის, როგორიცაა ტელეფონი, ტაბლეტი კომპანია ფიქრობს, რომ ბატარეა 9 წელს მაინც გაძლებს.
NDB ვარაუდობს, რომ 2 წელიწადში შეძლებს დაბალი სიმძლავრის ელექტროტექნიკისთვის ბატარეების გამოშვებას, რასაც მოყვება მაღალი სიმძლავრის ვერსია დაახლოებით 5 წელიწადში. NDB ტექნოლოკია წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ინოვაციური ნაბიჯი იქნება რაც უზრუნველყოფს ელექტრონიკისა და მანქანების დაბალფასიან, გრძელვადიან ენერგიას. კომპანია ამბობს: ”ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ნანოსკალიდან და ავიდეთ სატელიტებზე, ელმავლებზე.”
რაც მთავარია ერთი კომპანიის ბირთვული ნარჩენები, მეორის ბრილიანტები ხდება.
გამოყენებული წყარო: https://bit.ly/2TVTSih