ნახევარი მილიონი ახალი ხე მადრიდში!
მსოფლიოს მოსახლეობის 50% –ზე მეტი ცხოვრობს ქალაქებში, ურბანული ტყე-პარკების გაშენება და გამრავლება კი ადამინების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და გლობალური დათბობის შესამცირებლად წინ გადადგმული ნაბიჯს გულისხმობს.

ტყეები შთანთქავენ CO2- ს ატმოსფეროდან ფოტოსინთეზის პროცესში, აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს, შესაბამისად მოსახლეობა სუნთქავს ჯანმრთელად. ტყე-პარკებს შეუძლია შეამციროს ტემპერატურა ქალაქებში ჩრდილისა და ტენიანობის გზით და შეცვალოს ნახშირორჟანგის შემცველობა ჰაერში. ნაკლები CO2 ატმოსფეროში ამცირებს "სათბურის ეფექტს" და მოაქვს გამაგრილებელი ქარი, რომელიც ამცირებს ტემპერატურას.
ყველა ამ მიზეზის გამო მადრიდი გეგმავს უზარმაზარი ტყის რგოლის გაშენებას ქალაქის ირგვლივ. პროექტის მიზანია თითქმის ნახევარი მილიონი ხე დაირგოს 46 მილის პერიმეტრზე (75 კმ), რომელიც გარს ერტყმის ქალაქს. ასევე გულისხმობს ხეების დარგვას მიტოვებულ ადგილებში, რომლებიც მდებარეობს გზებსა და შენობებს შორის.

ტყე შედგება წიფლის, შავი ფიჭვისა და ესპანური ღვიის ხეებისგან - რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ესპანეთის მშრალ ცენტრში (სადაც მდებარეობს მადრიდი). ეს ხეები საჭიროებს მცირე რაოდენობის წყალს და არ საჭიროებს სპეციალურ ნიადაგურ პირობებს, ამიტომ მოვლა შედარებით მარტივი უნდა იყოს.
ხეებმა უნდა შეიწოვონ დაახლოებით 175,000 ტონა CO2 ყოველწლიურად, როდესაც ისინი მიაღწევენ სიმწიფეს. გარდა ამისა, ტემპერატურა ხეების ჩრდილში იქნება 2 გრადუსით დაბალი ვიდრე დანარჩენი ქალაქში.

კლიმიტის ცვლილება ყველაზე მეტად შეეხება ქალაქებს. ასე რომ, ისინი უნდა გახდნენ მდგრადი საკუთარი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ეს ასევე გლობალური გადაწყვეტის აუცილებელი ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქები და ტყეები აღიქმება, როგორც ორი ცალკეული ერთეული, ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულნი, თანადამოკიდებულნიც კი არიან. ქალაქები არ არიან თვითკმარი, ბუნებისგან მოწყვეტილი, როგორც ჩანს ზედაპირზე. მათი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ფესვებს იღებს უშუალოდ ახლომდებარე ტყეებიდან - მაგალითად, წყალმომარაგება, ქარი და ნალექი. ამრიგად, ყველა ქალაქმა უნდა შეეცადოს გაზარდოს ხეების რაოდენობა როგორც ქალაქში, ასევე მის შემოგარენში.
გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3yjw8CK