top of page
Search

ოკეანეები და ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ


ჩვენ განუყრელად ვართ დაკავშირებული ოკეანესთან.



ეს გლობალური ერთმანეთთან დაკავშირებული მლაშე წყალი, რომელსაც ასევე

მსოფლიო ოკეანეს უწოდებენ, იყოფა კონტინენტებითა და არქიპელაგებით შემდეგ

ნაწილებად:  წყნარი ოკეანე ,  ატლანტის ოკეანე ,  ინდოეთის ოკეანე ,  ჩრდილოეთ

ყინულოვანი ოკეანე  და  სამხრეთის ოკეანე , მათ უჭირავთ დაახლოებით დედამიწის 71% და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ სიცოცხლის შენარჩუნებაში.




მაშინ როდესაც ტროპიკული ტყეები მოიხსენიება როგორც „დედამიწის ფილტვები“,

მეცნიერები ამბობენ რომ სწორედ ოკეანეები უზრუნველყოფენ იმ ჟანგბადის 50-80%,

რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. ასევე ისინი ეხმარებიან კლიმატის რეგულირებას,

ეკვატორიდან სითბოს გადატანით პოლუსებისაკენ გასაგრილებლად. ოკეანეები

უდიდეს როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში, ისინი შთანთქავენ 50-

ჯერ მეტ ნახშირორჟანგს ვიდრე ჩვენი ატმოსფერო, უფრო სწორად არა თავად

ოკეანეები, არამედ ის რაც მათში „ცხოვრობს“.მიკროსკოპული ფიტოპლანქტონიდან

გიგანტურ ვეშაპებამდე, ყველა ფორმისა და ზომის სიცოცხლე მონაწილეობს ამ

პროცესში და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი ფორმა არის -

მოკრძალებული ზღვის ბალახი.



ზღვის ბალახი




მთელს მსოფლიოში ზღვის ბალახის 70-ზე მეტი სახეობაა. ის იზრდება 6 კონტინენტის

159 ქვეყნის უზარმაზარ წყალქვეშა მდელოებზე, რომლებიც მოიცავს 300 000

კვადრატულ კილომეტრს.

ზღვის ბალახი თავის ფოთლებსა და ფესვებს ნახშირბადის გამოყენებით აყალიბებს,

რომელსაც წყლიდან ფოტოსინთეზის პროცესის მეშვეობით იღებს - და ინარჩუნებს მას

სიკვდილის შემდეგაც კი. მკვდარი მცენარეული მასალა ნელა იშლება ოკეანის ფსკერზე

და ეს ნიშნავს, ნახშირბადი საბოლოოდ იმარხება ზღვის ფსკერზე.

ირონიაა, რომ კლიმატის ცვლილების ასეთ ეფექტურ, ბუნებრივ გადაწყვეტას,

თვითონვე აყენებს საფრთხის ქვეშ კლიმატის ცვლილება, რადგან ტემპერატურისა და

ძლიერი ქარიშხლების მატება ანადგურებს ზღვის ბალახს. დაბინძურება, სანაპირო ზოლები და არარეგულირებული თევზაობა დამატებით როლს თამაშობს

მის შემცირებაში.


გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) თანახმად, ფეხბურთის მოედნის ზომის

ზღვის ბალახი ნადგურდება ყოველ 30 წუთში, მთელს მსოფლიოში. გლობალურად, ის

მცირდება წელიწადში დაახლოებით 7%-ით - და დიდმა ბრიტანეთმა გასულ საუკუნეში

დაკარგა ზღვის ბალახის 90 პროცენტზე მეტი. ზღვის ბალახი სერიოზული საფრთხის

ქვეშაა და ვარაუდობენ რომ მისი ზოგიერთი სახეობა 2050 წლისთვის გადაშენდება.



Posidonia Oceanica



ზღვის ბალახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა Posidonia oceanica. ეს არის

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდხანს მცხოვრები ორგანიზმი და იგი გვხვდება მთელი ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე. ის ასევე განსაკუთრებით მდგრადია მიკრობული დეგრადაციის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ის კვდება და ზღვის ფსკერზე ხვდება,ნახშირბადი რომელსაც ის შეიცავს, აღარ გამოთავისუფლდება.


პოსიდონიას შეუძლია გაუმკლავდეს 28 გრადუსამდე ტემპერატურას, მაგრამ კლიმატის

ცვლილების გამო, 2000 წლიდან ზაფხულის ნახევარმა გადააჭარბა ამ "თერმული

ზღვარს" . მას ასევე ანადგურებენ გემები და რადგან მცენარე ძალიან ნელა იზრდება,

მხოლოდ ერთი დღის დაზიანების აღდგენას შეიძლება 1000 წლამდე დასჭირდეს.



ექსპერტები ამბობენ, რომ ზღვის ბალახის კლების შეჩერება საერთაშორისო ძალისხმევას

მოითხოვს. საბედნიეროდ, აღდგენითი მისიები უკვე მიმდინარეობს. სხვადასხვა

ქვეყანაში ზღვის ბალახი მოჰყავთ პარტიებად, მყვინთავების მიერ ხელით მოკრეფილი

თესლის შემცველი ყლორტების გამოყენებით.



ასეთი ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან დადგენილია, რომ მხოლოდ ერთი ჰექტარი აღდგენილი ზღვის ბალახი მიიღებს იმდენ ნახშირბადს, რამდენსაც ხმელეთზე ათი ჰექტარი ტყე. მაგრამ ტემპერატურის მატება კვლავ ორმაგ საფრთხედ რჩება: ქარიშხლების მატება, რომელიც სუსტი ფესვების მქონე ზღვის ბალახს ფსკერიდან

თხრის და ზღვის დონის აწევა, რომელიც ბლოკავს მზის შუქს.

თუმცა, ცნობილია რომ ზღვის ბალახს გააჩნია ადაპტაციის უნარი და Zostera marina

ზღვის ბალახის გენის თანმიმდევრობამ აჩვენა, რომ მან ეს უკვე სამჯერ გააკეთა.

შეიძლება რომ ის გახდეს ყველას გადამრჩენელი დედამიწაზე? როგორც ბევრ რამეს,

ამასაც მხოლოდ დრო გვიჩვენებს...






გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3diYBEg

416 views0 comments
bottom of page