top of page
Search

პროექტი SeeTrees ებრძვის კლიმატის ცვლილებას სანაპირო ეკოსისტემების აღდგენით მთელ პლანეტაზე.


წყალი დედამიწის სამ მეოთხედს ფარავს, ხოლო წყალმცენარეები იგივე ფუნქციას ასრულებენ ჟანგბადის წარმოქმნაში, როგორც ხეები და ბალახები ხმელეთზე.


 

ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, გასული საუკუნიდან დაწყებული გლობალური ზღვის დონე მატულობს და ეს მაჩვენებელი გაიზარდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.


2014 წელს, გლობალური ზღვის დონე 66 მილიმეტრით აღემატებოდა 1993 წლის საშუალო მაჩვენებელს - უმაღლესი წლიური საშუალო მაჩვენებელი სატელიტური ჩანაწერებში (1993 წლიდან დღემდე).


ზღვის დონე აგრძელებს მატებას წელიწადში დაახლოებით 3 მილიმეტრის სიჩქარით. ეს ნიშნავს უფრო მომაკვდინებელ და დამანგრეველ შტორმებს, მეტ დატბორილ ავტოფარეხებს და საცხოვრებელ სახლებს და მეტ წლიურ ოკეანეურ კატასტროფებს მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ისთვის, რომელიც ცხოვრობს ოკეანიდან 100 კილომეტრის მანძილზე.


მეცნიერებმა და აქტივისტებმა დასვეს კითხვა:

- რა მოხდება, თუ გლობალური დათბობის შებრუნებისა და ჩვენი ზღვების გაგრილების გასაღები თავად ოკეანეებში აღმოჩნდება?


ეს არის იდეის საფუძველი SeaTrees, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2018 წელს სერფერი მეგობრების, კევინ უილდენისა და მაიკლ სტიუარტის მიერ, რომლებიც კლიმატის ცვლილებას უშუალოდ ებრძვიან ე.წ. „ლურჯი ნახშირბადის“ მეშვეობით - ნახშირბადი, რომელიც ინახება სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემებში, როგორიცაა მანგროები, ზღვის ბალახები და მარილიანი ჭაობები.

როდესაც ხდება ფოტოსინთეზი, ნახშირორჟანგი (CO2) ატმოსფეროს ნაცვლად უსაფრთხოდ შეიწოვება ოკეანეში.

სინამდვილეში, "ლურჯი ნახშირბადის" სანაპირო ეკოსისტემები 5-დან 10-ჯერ უფრო ეფექტურია ჰაერიდან ნახშირბადის გასანეიტრალებლად, ვიდრე ტროპიკული ტყე.



ეკოლოგიური მიზნებისთვის საჭიროა შეიქმნას მეტი ცისფერი ნახშირბადის ეკოსისტემები ხელსაყრელ ფასად კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის მდგრადი მომავლის ასაშენებლად. ეს უნდა მოხდეს ფართო მასშტაბით და სწრაფად.

ადამიანის CO₂ ემისიების მატების სიჩქარე უპრეცედენტოა დედამიწის ისტორიაში. ამას ექნება დრამატული ზემოქმედება პლანეტაზე, რაც შექმნის უდიდეს მასობრივ გადაშენებას დედამიწის ისტორიაში, უფრო დიდს ვიდრე მაშინ, როცა ასტეროიდმა დინოზავრები ამოიღო“, - ამბობს ამერიკელი გეოლოგი კევინ უილდენი.

თუ ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ძალიან გვიან იქნება, პლანეტაზე ყველაფერი ტოქსიკური გახდება და მრავალი სახეობა სიცოცხლის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს. მომავლის გადარჩენა მდგომარეობს იმაში, რომ შეაფასდეს ემისიის განეიტრალების გზები ისევე, როგორც ემისიის შემცირების საშუალებები. სწორედ აქ მოდის პროექტი SeaTrees.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხალხს უყვარს ხის დარგვის იდეა. ჩვენთვის ეს არის: დარგე იგივე ხე - ოღონდ ოკეანეში!“

SeaTrees-ის კამპანიის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს აღდგენისა და დაცვის პროექტები კამბოჯაში, მექსიკაში, ავსტრალიაში და შეერთებულ შტატებში. „SeaTrees შედის პარტნიორობაში ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ სააგენტოებთან, მეთევზეებთან, გარემოსდამცველებთან და მკვლევარ მეცნიერებთან.



წყარო: https://bit.ly/3FLNnk7

124 views0 comments
bottom of page