რატომ ვერ წყვეტენ ზღვის ცხოველები პლასტმასას ჭამას?

უცნაურია, ალბატროსები ათასობით კილომეტრს გადიან იმისთვის რომ თავისი ნადავლი მოიპოვონ წყლიდან და ამასთან ერთად როგორ არის შესაძლებელი, რომ ასეთი უნარის მქონე ჩიტები ასე მარტივად ტყუვდებოდნენ და საკვების მოსაპოვებლად წასულები ბრუნდებოდნენ პლასტმასით გამოტენილი პირით?!
დიდი შეღავათი არ არის, იმის ცოდნა რომ ალბატროსები მარტონი არ არიან ამ საქმეში, ზღვის ცხოველების სულ მცირე 180 სახეობა მოიხმარს პლასტმასს პაწაწინა პლანქტონიდან გიგანტურ ვეშაპებამდე. Science Direct-ის ცნობით, ბრიტანეთში დაჭერილი თევზის მესამედის ნაწლავებში პლასტმასი აღმოაჩინეს და თან ისეთ სახეობებში, რომლებსაც ჩვენ რეგულარულად ვიყენებთ საკვებად. ასევე იქცევიან მიდიები და ლობსტერებიც, მოკლედ, ყველა ფორმისა და ზომის ცხოველები ჭამენ პლასტმასს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად 12,7 მილიონი ტონა ნარჩენი ჩადის ოკეანეში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი საკვების დიდი არჩევანია. პლასტმასის მოხმარების გავრცელება ნაწილობრივ ამ დიდი რაოდენობის შედეგია. მაგალითად, ზოოპლანქტონი ფიქრობს „თუ ნაწილაკი ამ ზომის დიაპაზონშია, ეს უნდა იყოს საკვები“, - ამიტომ მისი საკვების რაოდენობა შეესაბამება წყალში პაწაწინა პლასტმასის ნაწილაკების კონცენტრაციას.

როგორც ჩანს ბევრი ცხოველი საკვებად პლასტმასს ირჩევს, თუმცა ზუსტად არ ვიცით რატომ არის ამ სახის „საკვები“ მათთვის მიმზიდველი. „ცხოველებს ჩვენგან ძალიან განსხვავებული სენსორული, აღქმის უნარი აქვთ. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი უკეთესები არიან და ზოგ შემთხვევაში უარესები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისინი განსხვავებულები არიან ჩვენგან.” ერთი ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ ცხოველები პლასტმასს უბრალოდ ნაცნობ საკვებ პროდუქტებს ამსგავსებენ. მაგალითად, პლასტმასის მარცვლები, გემრიელ თევზის კვერცხს გავს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კუები პლასტმასის ჩანთებს უგემრიელეს მედუზებად თვლიან. ითვლება, რომ ფერი დიდ გავლენას ახდენს პლასტმასის მოხმარებაზე. ახალგაზრდა კუები უპირატესობას ანიჭებენ თეთრ პლასტმასს, ხოლო ზღვის ფრინველები - წითელს. უამრავ მკვდარ ვეშაპს პოულობენ, რომლებსაც სავსე აქვთ მუცლები პოლიეთილენის ჩანთებით, მანქანის ნაწილებით და სხვა ნარჩენებით.

„არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ეს ცხოველები სულელები არიან
და უბრალოდ ჭამენ პლასტმასს, რადგან ის მათ გარშემოა“, მაგრამ ეს
სიმართლეს არ შეესაბამება, ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ყველა ეს ცხოველი არის მაღალკვალიფიციური მონადირე, რომლებსაც აქვთ ევოლუციის ათასწლეულების განმავლობაში დახვეწილი შეგრძნებები, რათა მიზანმიმართული იყოს საკვები ნივთიერებების
მცირე სპექტრი, თუმცა რატომღაც პლასტმასაც მოხვდა ამ კატეგორიაში.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ჩვენი „ნაგავი“ იწარმოება სხვადასხვა ფერის, ზომის და ფორმის, შესაბამისად უფრო მეტი სახეობის ცხოველების და ფრინველების საკვებს ემსგავსება.
პლასტმასი ემატება სხვა ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ოკეანის მაცხოვრებლებზე - კლიმატის ცვლილება, გადაჭარბებული თევზაობა, გემების მოძრაობა, ხმაური, დაბინძურება, არადა მათი ცხოვრება საკმარისად რთულია იმ დამატებითი ზეწოლის გარეშეც კი, რომელსაც ჩვენ მათზე ვახორციელებთ.
წყარო: https://bit.ly/3S00ZhY