top of page
Search

რა ხდება, როდესაც ყოველდღიურად გამოვიყენებთ პლასტმასას ჭურჭელს?!



რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წყალს ყოველდღიურად პლასტმასას ბოთლიდან ვსვავთ? პლასტმასას ბოთლიდან ან პლასტმასას ჭურჭლიდან საკვების მიღების დროს ჩვენ გარკვეული რაოდენობის მიკროპლასტმასასაც ვიღებთ.


ამ სტატიაში მოგიყვანთ 4 მაგალითს, თუ რატომ უნდა ვუთხრათ არა პლასტმასას ჭურჭელს!


1. პლასტმასას კონტეინერიდან მიკროპლასტმასა თქვენს საკვებზე გადმოდის:


The Journal of Food Science– ის კვლევის თანახმად, ადამიანი წელიწადში მინიმუმ 74,000 მიკროპლასტიკის ნაწილაკს იღებს. მათ უმრავლესობას კი სწორედ პლასტმასას კონტეინერებიდან ვიღებთ.


თუ თქვენ ყოველდღიურად გიწევთ პლასტმასას კონტეინერებით ტარება საკვების სამსახურში ან მათ იყებეთ სახლში პროდუქტის შესანახად, ჩაანაცვლეთ ისინი მინის ან ფაიფურის კონტეინერებით. გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.


2. მიკროპლასტმასა საზიანოა თქვენთვის:


მილიონობით გამოყენებული პლასტმასის ნივთების დაშლას 1 000 წელიწადზე მეტი სჭირდება, თუმცა მათი უმრავლესობა მალევე იშლება უფრო მცირე ზომის ნაწილაკებად, რომლებსაც მიკროპლასტმასებს უწოდებენ.



მიკროპლასტმასა, რომელიც მოხვდება ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა დააზიანოს ადამიანის იმუნური სისტემა და გამოიწვიოს უნაყოფობა. ამის შესახემ იტყობინება გამოცემა The Telegraph-ი. მიკროპლასტიკა დედის პლაცენტაშიც კი აღმოაჩინეს.


3. უსაფრთხო პლასტმასა არ არსებობს:


არსებობს პლასტმასების მრავალეფროვანი არჩევანი. ზოგიერთი პლასტმასას მასალა არ გამოდგება საკვებთან კონტაქტისთვის, ზოგიერთი ვერ იტანს გახურებასა თუ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, ზოგიც კი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.



მაგალითად პოლიკარბონატი კონდენსირებული ფენოლისა და აცეტონისგან მიიღება და განსაკუთრებით საშიშია ამ ნივთიერებების კონტაქტი საკვებთან და სასმელთან. მით უმეტეს, თუ 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გათბება. ამ დროს პლასტმასის ბოთლიდან მავნე ნივთიერებები შიგთავსში გადადის. ფენოლი უარყოფითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. დადგენილია მისი კავშირი ძუძუს, პროსტატისა და საკვერცხეების კიბოსთან, აუტიზმის გამოვლენასთან.


4. კონტეინერები მავნეა გარემოსთვის:



ჩვენ ყოველდღიურად დედამიწას პლასტმასას ნაგვით ვავსებთ და ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება უკვე მრავალი წელია. მიკროპლასტმასა გვხვდება ოკეანეებში, თევზებში, სასმელ წყალში, საღებავში, წვიმის წყალში, სუფრის მარილსა და უკვე ადამიანის ორგანიზმშიც კი!





ერთადერთი გამოსავალია შევწყვიტოთ მათი გამოყენება. უარი ვთქვათ პლასტმასას ჭურჭელზე, გავუფრთხილდეთ გარემოს და ჩვენსა და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.




Გამოყენებული წყარო: https://bit.ly/36hrcD0



692 views0 comments
bottom of page