top of page
Search

როგორ აისახება კლიმატის ცვლილება ადამიანის სხეულზე

Updated: Jul 17, 2022



ადამიანის ზემოქმედება გლობალურ გარემოზე იწვევს ქაოსს ჩვენს პლანეტაზე, შეცვლილი კლიმატი დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სტატიაში მოყვანილია 10 მაგალითი, თუ რა სახის პრობლემებს იწვევს შეცვლილი კლიმატი ადამიანის ჯანმრთელობაზე:



10. სითბური სტრესი გულზე:


სითბური სტრესი წლებთან ერთად იზრდება და ვარაუდობენ რომ მომდევნო 20 წლის

განმავლობაში კიდევ გაიზრდება 1.5 გრადუსი ცელსიუსით, რაც დრო გადის მეტი

ინფორმაცია ვრცელდება სასიკვდილო სითბური ტალღების და ხანძრების შესახებ რასაც

ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ეწირება.

ადამიანებს ყოველდღიურად მოუწევთ მაღალი ტემპერატურის შედეგებთან

გამკლავება, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ადამიანის გულს უწევს მეტი

დატვირთვით და უფრო ჩქარა მუშაობა, რათა სისხლი საკმარისი ნაკადით მიწოდება

უზრუნვეყოს კანში, იმისთვის რომ სხეულმა მოახერხოს გაგრილება. ადამიანები

რომლებსაც აქვთ გულის პრობლემები მეტი რისკის ქვეშ არიან ამ დროს, შეიძლება

განვითარდეს გულის უკმარისობა, რადგან სიცხეში ორგანოები მთელი ძალებით

ცდილობენ იფუნქციონირონ ნორმალურად.





9. ძილის დარღვევა:


2022 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტემპერატურის მატება, რომელიც

გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით მნიშვნელოვნად ამცირებს ძილის დროს

ადამიანებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა ძილის

სათვალთვალო სამაჯურების დახმარებით 47 000 ადამიანზე, 68 ქვეყანაში, აჩვენა რომ

„საშუალოზე უფრო თბილ ღამეებში ადამიანებს ნაკლებად ეძინათ“. ეს ხანმოკლე ძილი

დროთა განმავლობაში ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.




8. რესპირატორული პრობლემები:



ოზონი არის აირი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ატმოსფეროს ზედა

ფენებში და წარმოადგენს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას, თუმცა მისი

არსებობა ატმოსფეროს ქვედა ფენებში სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და იგი

წარმოიქმნება, როდესაც დამაბინძურებელი ნივთირებები, რომლებიც გამოიყოფა

მანქანების, ქარხნების გამონაბოლქვთან ერთად, რეაქციაში შედიან მზის სხივებთან.

მისი არსებობა იწვევს ფილტვის ფუნქციის დაქვეითებას, ჰაერის დაბინძურებით

გამოწვეული ძირითადი პრობლემებია : ასთმა, რინოსინუსიტი, ფილტვების ქრონიკული

ობსტრუქციული დაავადება და სასუნთქი გზების ინფექციები.


7. თირკმლის დაზიანება:


სიცხის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმში განვითარებულმა გაუწყლოებამ შეიძლება

გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, რადგან თირკმელი უზრუნველყოფს სისხლიდან

მავნე ნივთიერებების შარდის გზით გამოყოფას, იგი დამოკიდებულია წყალზე და

როდესაც წყლის ჭარბი რაოდენობა იკარგება, მასში მეტია მინერალებისა და ნარჩენების

კონცენტრაცია, რაც ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, რაც

უარყოფითად მოქმედებს მის ფუნქციონირებაზე და იწვევს სხვადასხვა სიმპტომების

არსებობას როგორიცაა, წელის ტკივილი, გაძნელებული შარდვა, გულისრევა და ა.შ.

ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმლის ფუნქცია ისედაც

დაქვეითებული აქვთ, დეჰიდრატაცია შეიძლება სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს.



6. ალერგიის გამწვავება:


CO2-ის დონის მატება, რომელიც 2005 წლიდან 9 პროცენტით არის გაზრდილი, იწვევს

მცენარეებში მათი მტვრის გამოყოფის მატებას, ეს კი აუარესებს ალერგიის სიმპტომებს.




5. გულის მუშაობის დარღვევა:


2018 წელს ლონდონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურების

გაზრდით, ნაწილაკები სისხლში ხვდებიან, რაც სისხლს უფრო წებოვანს ხდის და

აიძულებს გულს იმუშავოს მეტი დატვირთვით, ამ დროს გულის სტრუქტურა იცვლება

და დროთა განმავლობაში ვითარდება უკმარისობა.



4. უნაყოფობა:




კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქვეყნებში სადაც მეტია ჰაერის დაბინძურება 20 პროცენტით

მეტია უშვილობის რისკი.





3. არასწორი კვება:


სოფლის მეურნეობა მეტწილად დამოკიდებულია კლიმატზე, შესაბამისად მისი

ცვლილებები იწვევს საკვების დეფიციტს, რის შედეგადაც ხდება სურსათზე ფასების

ზრდა, მსოფლიოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებს სრულფასოვან

კვებას დგება მრავალი პრობლემის წინაშე, რაც უარყოფითად აისახება მათ

ჯანმრთელობაზე და იწვევს გულის დაავადებებს, სიმსივნეებს, დიაბეტს და ა.შ.



2. ფსიქიკური ჯანმრთელობა:


კლიმატის ცვლილებები და გლობალური კატასტროფები არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ

ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს, არამედ ფსიქიკურზეც, ავიღოთ ქარიშხალი კატრინა

2005 წელს, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა ამერიკის ისტორიაში. აღმოჩნდა,


რომ 8000 პაციენტიდან მინიმუმ 90 პროცენტი, რომლებიც მკურნალობდნენ კატრინას

შემდეგ, განიცდიდა გრძელვადიან შფოთვას ქარიშხლის შემდეგ.


1. ჩვენს სხეულში აღმოჩენილი მიკროპლასტმასა:



პლასტმასის ნარჩენების ძალიან პატარა ნაწილაკები, რომლებიც გვხვდება გარემოში,

ასევე აღმოჩენილ იქნა ადამიანის სხეულში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ზუსტი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ ანთებითი პროცესები, იმუნიტეტის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები და ა.შ.





წყარო: https://bit.ly/3nSSLey

317 views0 comments
bottom of page