top of page
Search

როგორ მოქმედებს საკვების ნარჩენები გარემოზე?




საკვების ნარჩენები არ არის მხოლოდ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა მილიონობით მშიერი ადამიანისთვის, ეს საკითხი პირდაპირ აისახება კლიმაცის ცვლილებებზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.


მხოლოდ აშშ ყოველწლიურად 60 მილიონამდე კილო გამოუყენებელ/ვადაგასულ საკვებ პროდუქტს ყრის. ეს იმის ფონზე, რომ 12 მილიონი ადამიანი აშშ-ში საკვების ნაკლებობას განიცდის.



გადაყრილი საკვები ნიშნავს მის მოსაყვანად გამოყენებული ენერგიის, წყლის, მასალების, რომლებიც გამოიყენება მისი ზრდის, მოსავლის, შეფუთვის, განაწილებისა და შესანახად სულ ტყუილად გამოყენებას. შედეგი არის 5,5 მილიონი სასკოლო ავტობუსის წონის ექვივალენტი გადაყრილი საკვები, რომელიც დარჩა ნაგავსაყრელებზე, სადაც ის გამოყოფს სათბურის გაზების კატასტროფულ რაოდენობას.



გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, საკვების გლობალური მარაგის მესამედი არასოდეს იჭმევა. ეს ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში წყლის თითქმის მეოთხედი ფუჭად გამოიყენება.



საკვების წარმოებას თან სდევს ძალიან დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი, რაც აბინძურებს დედამიწას. და რა გამოდის ვაბინძურებთ დედამიწას იმისათვის რომ საკვები ვაწარმოოთ და შემდეგ ამ საკვებსაც არ მოვიხმართ მართებულად და ორმაგად ზიანდება დედამიწა ჩვენი არასწორი დაგეგმარებით, ეს არის რეალობა.





წელიწადში 61 მილიარდი კილოგრამი საკვების გადაყრის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი შედეგი მეთანის გაზებია, რომლებიც წარმოიქმნება მათი ბაქტერიების დაშლის დროს. საკვების ნარჩენების 36%, რომელიც იყრება ნაგავსაყრელებზე, გადის პროცესს, რომელსაც ეწოდება ანაერობული დაშლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნელა იშლება ჟანგბადის გარეშე. ეს პროცესი ათავისუფლებს 3,7 კგ. მეთანს 45 კილოგრამ საკვების ნარჩენზე, რაც ყოველწლიურად გამოყოფს 5 მილიარდ კილომდე მეთანს.


მეთანი არის იგივე სათბურის აირი, რომელსაც აქვს 80-ჯერ მეტი ატმოსფერული დათბობის ძალა, ვიდრე მის უფრო ცნობილ კოლეგას, ნახშირორჟანგს.





როგორ შევამციროთ საკვების ნარჩენები სახლში:


EPA-ს თანახმად, საკვების ნარჩენების 24% მოდის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი რჩევა სახლის პირობებში, თუ როგორ შევამციროთ მისი რაოდენობა:


  • დაგეგმეთ კვება წინასწარ, იყიდეთ მხოლოდ ის, რასაც იცით, რომ შეჭამთ.

  • შეიძინეთ „მახინჯი“ პროდუქტები, რომლებიც თავიდანვე განწირულია ნაგავსაყრელზე მოსახვედრათ თავისი ვიზუალისდაგამო.

  • შეიძინეთ ნაკლები გადაფუთული პროდუქცია.

  • ისწავლეთ როგორ გაახანგრძლივოთ გარკვეული საკვების სიცოცხლე, შენახვის გზით.

  • შეამცირეთ ხორცის მოხმარება, განსაკუთრებით საქონლის ხორცის და ა.შ.






წყარო: https://bit.ly/3tqiy1i


225 views0 comments
bottom of page