რჩევები ავტომობილის მფლობელებისთვის
თუ გსურთ თქვენი მოგზაურობები ეკოლოგიურად სუფთა გახადოთ, სულაც არ არის საჭირო ელექტრომობილზე გადასვლა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, გლობალური დათბობა გახდა ჩვენი პლანეტის მთავარი საკითხი და ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ მცირე ნაბიჯები ჩვენი პლანეტის გარემოს დასაცავად. თუ გსურთ გადახვიდეთ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ ვერ შეძლებთ ელექტრომობილების შეძენას, უამრავი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ამჟამინდელი ავტომობილის საშუალებით, რათა ის გახდეს ეკოლოგიური და უსაფრთხო გარემოსთვის. ამ სტატიაში ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე საინტერესო რჩევა, რაც დაგეხმარებათ თქვენი მანქანა ეკოლოგიურად უფრო სუფთა გახადოთ :
1. მოიცილეთ ზედმეტი წონა

თუ გსურთ თქვენი მანქანა ნაკლებად მოიხმარდეს საწვავს, გირჩევთ მოიცილოთ მკვდარი წონა. უამრავი ადამიანი ინახავს მანქანაში არასაჭირო ნივთებს, რაც წონას მატებს და ზრდის საწვავის მოხმარებას. ამიტომ მანქანაში მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა შეინახოთ და ყველაფრისგან გათავისუფლდეთ.
2. რეგულარულად მოწესრიგება
მანქანა, რომელიც ტექნიკურად არ არის გამართული დაწვავს ბევრ დამატებით საწვავს. გირჩევთ, რომ თქვენი მანქანა რეგულარულად მიიყვანოთ მექანიკოსთან და ტექნიკურად მუდამ გამართული გყავდეთ. ამ გზით, თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ გარემოს არ დაბინძურებას, არამედ დაზოგავთ ყველა იმ ფულს, რომელსაც ხარჯავთ დამატებით საწვავზე.
3. შეამცირეთ კონდიციონერის გამოყენება

თქვენი მანქანის ეკოლოგიურობის კიდევ ერთი გზაა რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოთ კონდიციონერი. მანქანის კონდიციონერები საჭიროებენ დამატებით ენერგიას, რაც იწვევს ზედმეტი საწვავის მოხმარებას. უმჯობესია გამოიყენოთ კონდიციონერი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ნუ გამოიყენებთ მას ძალიან დიდხანს.
4. ეკოლოგიური საბურავები

თუ თქვენ აპირებთ შეცვალოთ თქვენი მანქანის საბურავები, მაშინ უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ეკოლოგიურ საბურავებს. ჩვეულებრივი საბურავები არ არის უსაფრთხო გარემოსთვის, რადგან ისინი მზადდება მაგარი რეზინისგან. Ეკოლოგიური საბურავები პირველ რიგში საფრთხეს არ უქმნის გარემოს, რადგან მარტივად გადამუშავებადია და ასევე მათი გამოყენების დროს მანქანა მოიხმარს უფრო ნაკლებ საწვავს.
გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3sU55Mv