top of page
Search

საკვების კრიზისიდან გამოსავალი თქვენს მარტინის ჭიქაშია



გვალვა იწვევს მცენარეების გახმობას და საკვები ნათესების დეფიციტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ბევრი ადამიანი ცხელი დღეების ბოლოს იღებს სასმელს რათა გაუძლოს ზაფხულს, შეიძლება სწორედ ეს იყოს ის რაც მცენარეებსაც სჭირდებათ.


რეცენზირებული კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Plant and Cell Physiology, ვარაუდობს, რომ ეთანოლს - ან ალკოჰოლს - შეუძლია დაეხმაროს მცენარეებს გადარჩენაში გვალვის დროს, ისე რომ მათ გაძლონ ორი კვირის განმავლობაში წყლის გარეშე. როდესაც მცენარეებს წყალი აკლიათ, ისინი ბუნებრივად გამოიმუშავებენ ეთანოლს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოების მიზეზები უცნობია, იაპონელმა მკვლევარებმა დაადგინეს თეორია, რომ მცენარეებისთვის ალკოჰოლის მიცემამ შეიძლება დაიცვას ისინი გვალვის დროს სიკვდილისგან. „აღმოჩენა გაკეთდა ნაერთების ძიების პროცესიდან, რომლებიც მცენარეებს სტრესისადმი გამძლეს გახდიდა“, - განუცხადა CNN-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა მოტოაკი სეკიმ.


აღმოჩენები სასარგებლოა არა მხოლოდ მსოფლიოს ბაღებისთვის, არამედ ფერმებისთვის, რომლებიც ამუშავებენ სასიცოცხლო კულტურებს, როგორიცაა ბრინჯი და ხორბალი. გვალვაგამძლე ძირითად კულტურებს შეუძლიათ შეამსუბუქონ სასურსათო დეფიციტი, რაც ამჟამად მსოფლიოს ბევრ ნაწილს ეხება, რაც გამწვავებულია სითბური ტალღების გამო.



მკვლევარებმა გააშენეს ხორბლისა და ბრინჯის ნიმუშები, რეგულარულად

რწყავდნენ მათ და შემდეგ დაამატეს ეთანოლი ნიადაგში მცენარეთა ერთ

ჯგუფში სამი დღის განმავლობაში. შემდეგ ორივე ჯგუფი აღარ მორწყეს ორი

კვირის განმავლობაში და აღმოაჩინეს, რომ „მთვრალი“ მცენარეები „ფხიზელზე“

უკეთესად ცხოვრობდნენ. ეთანოლით დამუშავებული ხორბლისა და ბრინჯის

მცენარეების დაახლოებით 75% გადარჩა ხელახლა მორწყვის შემდეგ, ხოლო

დაუმუშავებელი მცენარეების 5%-ზე ნაკლები.


„მცენარეებზე ეთანოლის გარეგანი გამოყენება იქნება სასარგებლო, მარტივი და

ნაკლებად ძვირი სასოფლო-სამეურნეო მეთოდი სხვადასხვა მცენარეებში

გვალვისადმი ტოლერანტობის გასაძლიერებლად“, თქვა სეკიმ, რადგან ამ

შემთხვევაში მცენარეთა გენეტიკური მოდიფიკაცია საჭირო არ იქნება. მაგრამ,

ეთანოლის ზომიერად გამოყენებაა საჭირო, რადგან „ეთანოლის მაღალი

კონცენტრაცია აფერხებს მცენარის ზრდას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ

სცადოთ ეს სახლში.


სეკიმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს არაბიდოპსისის გენი და დაადგინეს, რომ

ეთანოლით დამუშავებული მცენარეები ისე იქცევიან, თითქოს გვალვას

განიცდიდნენ, მანამდეც კი, სანამ წყალს მოაკლებდნენ. ეს აძლევს მცენარეებს

საშუალებას მომზადებულები დახვდნენ გვალვას. სეკიმ განუცხადა CNN-ს, რომ ის და მისი გუნდი მალე დაიწყებენ ეთანოლის გამოცდას მცენარეებზე რეალურ მინდვრებში.





წყარო:https://cnn.it/3q7J2Cu

936 views0 comments
bottom of page