საკუთარი ძალებით შექმნილი ტყე და ცხოველთა თავშესაფარი
Updated: Apr 27, 2021

ბრაზილიელმა წყვილმა - სალგადო და ლელია რიბიერომ 20 წლის მანძილზე საკუთარი ძალებით გააშენეს 600 აკრის მოცულობის ტროპიკული ტყე.
ტყე მოიცავს მრავალ გადაშენების პირას მყოფ მცენარესა და 500 ზე მეტი სახეობის იშვიათ ცხოველთა და ფრინველთა სახეობას.

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ცხოვრების ერთერთ მძიმე ეტაპზე, როდესაც თავის მიდამოებში დაბრუნდნენ, ყოფილი ტყის ადგილას წყვილს დახვდათ უდაბური ხრიოკი, რომელიც სრულიად განადგურებული იყო.
წყვილმა მიიღო საოცარი გადაწყვეტილება, გადაერგოთ ახალი ხეები დაცარიელებულ ადგილზე, და სრულად აღედგინათ განადგურებული ტყის მწვანე საფარი.
ამ გმირულ პროექტში ჩართული იყო როგორც ინდივიდუალური მოხალისეები, ასევე ორგანიზაციები, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს ტყის რეკრიაციაში. წყვილმა ჩამოაყალიბა ფონდი სახელწოდებით "ტერრა" რომელიც იზიდავდა სხვადასხვა ინვესტორებს.
1998 წლის შემდეგ მათ დარგეს 293 სახეობის ხის 2 მილიონზე მეტი ნერგი და განაახლეს 600 ჰექტარი ტროპიკული ტყე.

ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ზონა ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, როგორც კერძო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაკრძალი.
ტყის გაშენების პროექტმა, რომელიც, უდავოდ, ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი ინიციატივაა მსოფლიოში, ასევე ხელი შეუწყო ნიადაგის ეროზიის კონტროლს და აღადგინა ადგილობრივი ბუნებრივი წყაროები. რვა წყარო, რომელიც ერთხელ გაშრა, ამჟამად 20 ლიტრ წუთში მოცულობით მიედინება, რაც გვალვას მიდრეკილ რეგიონს ატენიანებს.
სალგადოს ტყემ ასევე გამოიწვია უფრო მეტი ნალექი ამ რეგიონში, ისევე როგორც გრილი ამინდი, რამაც კლიმატის მკვეთრი დადებითი ცვლილება გამოიწვია.
წყარო: https://bit.ly/3g9L8hq