Search

საფრთხის წინაშე მდგარი წყლის ეკოსისტემა, რომელსაც სასურსათო კრიზისამდე მივყავართ


თევზაობა ადამიანის უძველესი საქმიანობაა. თევზჭერის მრეწველობა დღემდე მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროა. დღესდღეისობით თევზჭერამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ოკეანის ეკოსისტემას და თუ დაწყებული პროცესი ვერ შევაჩერეთ გარდაუვალია სასურსათო კრიზისი.




რას ნიშნავს გადაჭარბებული თევზჭერა?


როდესაც ერთდროულად იმდენად დიდი რაოდენობის თევზის დაჭერა ხდება კონკრეტულ მონაკვეთზე, რომ თევზის ჯიშის პოპულაცია ძალზე მცირდება, ამ პროცესს ეწოდება გადაჭარბებული თევზჭერა. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯიშების გადაშენება და ოკეანის ეკოსისტემის მოშლა. ჭარბი თევზაობის გამო, მეთევზეთა ნადავლი და თავად თევზის ზომაც მცირდება, რაც სახიფათო ციკლის დასაწყისია. ზოგიერთი მეთევზე თევზაობის უკანონო საშუალებებს მიმართავს მაგ: ხელნაკეთი ყუმბარების ან დენით თევზაობას, ორივე მეთოდი ღუპავს არა მარტო თევზს არამედ ანადგურებს გარემოს.





რა იწვევს გადაჭარბებულ თევზჭერას?


გადაჭარბებული თევზჭერია უმთავრესი მიზეზი თევზრეწვის წესების არარსებობა და ცუდი მენეჯმენტია. გაშლილ ზღვაში მოძრავი გემების მონიტორინგი და ზედამხედველობა ძალზე რთულია, რადგან ხშირად გემები ისეთ არასამართლებრივ ვაკუუმში მოქმედებენ, სადაც არცერთი სახელმწიფოს კანონმდებლობა არ ვრცელდება.



რატომ არის გადაჭარბებული თევზჭერა პრობლემა?



იმის გათვალიწინებით, რომ მილიონობით ადამიანისთვის ეს საქმიანობა, როგორც საკვების მოპოვების, ასევე შემოსავლის წყაროა, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს დავიცვათ არსებული თევზის მარაგი, ისე რომ არ მოხდეს მისი რამდენიმე წელში სრულად ამოწურვა. რაც გასაკვირი არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ არსებულ ფაქტებს, თუ რა რაოდენობით და რა სახით ხდება თევზჭერა მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო 200 წლის განმავლობაში განვითარებულმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, მკვეთრად შეცვალა თანამედროვე თევზჭერის გემების მოქმედება, რაც მათ საშუალებას აძლევს მასობრივად გაიზარდონ თევზაობის პროდუქტიულობა. დიდი ბადეებით და გემებით მათ უფრო მეტი თევზის დაჭერა შეუძლიათ, ვიდრე ოდესმე, რაც ზრდის მათ მოგებას. Მაგრამ ძალიან დიდ ზიანს აყენებს ზღვის ეკოსისტემას.




რა არის გამოსავალი?


კანონის გამკაცრება, უფრო დაცული ტერიტორიები, საცალო ვაჭრობის განათლება, პასუხისმგებლიანი და კანონმორჩილი მეურნე, სუბსიდიების შემცირება, ამ ყველაფრის სინთეზი გადაარჩენს წყლის ეკოსისტემას განადგურებისგან, ისე რომ დაცული იყოს ბალანსი ადამიანის მოქმედებასა და ბუნებრივ პროცესებს შორის.







გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3oBes2h

https://bit.ly/3wodmK1



261 views0 comments