ტვეიტსის მყინვარის ყინულის შელფი შეიძლება ჩამოინგრეს ხუთი წლის განმავლობაში
Updated: Jan 12, 2022

გლობალური დათბობის შედეგად ოკეანეში გამთბარი წყალი საფრთხეს უქმნის მყინვარებს. ერთერთი უზარმაზარი მყინვარი ტვეიტსი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ეს დიდი მყინვარი განსაკუთრებით დაუცველია კლიმატის ცვლილების მიმართ - და მისი განადგურების შედეგები დამანგრეველი იქნება.
ტვეიტსის მყინვარი ფლორიდის ან ბრიტანეთის ზომისაა და ამჟამად ისიც მოქმედებს ზღვის დონის გლობალურ წლიურ მატებაში (ამ მყინვარის წილი წყლის დონის მატებაში 4 % -ს შეადგენს).
თუ იგი განადგურდება, გლობალური ზღვის დონე რამდენიმე მეტრით მოიმატებს, რაც სანაპირო ქალაქებში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს უკიდურესი წყალდიდობის საშიშ ზონაში მოაქცევს.

მყინვარწვერის დეტალური კვლევის მონაცემები სავალალო სურათს ასახავს. მისი დამცავი ყინულის პლატფორმა სავარაუდოდ ხუთ წელიწადში ჩამოიშლება, რაც დააჩქარებს დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის გარსის დესტაბილიზაციას.
ტვეიტსის მყინვარწვერის ფართობი შეადგენს 120 კმ-ს ანტარქტიდის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ და ის არის მთავარი აქცენტი კლიმატის მეცნიერებისთვის, მათ შორისაა Thwaites Glacier Collaboration (ITGC).

გარემოსდაცვითი მეცნიერების კვლევის საერთაშორისო ჯგუფის (CIRES) თქმით, ანტარქტიდის მყინვარი ტვეიტსი სწრაფად იხევს უკან, რადგან დამთბარი ოკეანე ნელ-ნელა შლის მის ყინულს ქვემოდან, რაც იწვევს უფრო სწრაფ დინებას, მეტ ჩამოტეხვის და დაშლის საფრთხეს.
„ტვეიტსი მსოფლიოში ყველაზე ფართო მყინვარია“, — ამბობს ტედ სკამბოსი, ITGC-ის აშშ-ის წამყვანი კოორდინატორი. „ბოლო 30 წლის განმავლობაში გაორმაგდა ყინულის დნობის სიჩქარე, მყინვარი კი ინახავს საკმარის წყალს რომ მისი დნობის შედეგად ზღვის დონემ 0,6 მეტრით აიწიოს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა არის ტვეიტსის მყინვარწვერის შელფი, ყინულის მცურავი მასა, რომელიც იკავებს მყინვარის დაახლოებით მესამედს და ანელებს ყინულის ოკეანეში შემოდინების სიჩქარეს.
თავად ყინულის შელფი მიმაგრებულია წყალქვეშა მთაზე, რამაც იგი და მყინვარი შედარებით სტაბილურად შეინარჩუნა.
თუ ტვეიტსი ჩამოინგრევა, ის დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის უმეტეს ნაწილს თან წაიღებს.

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი ITGC ჩამოყალიბდა 2018 წელს ტვეიტსის მყინვარის შესასწავლად და ცვლილებების მონიტორინგისთვის. საქმიანობაში ჩართულია თითქმის 100 მეცნიერი, რომლებიც აგროვებენ სხვადასხვა მონაცემებს.
გუნდის კვლვის თანახმად დადგინდა, რომ აღმოსავლეთის ყინულის შელფზე მრავალმხრივი ზეწოლა ხდება.

გუნდმა დისტანციურად მართვადი წყალქვეშა რობოტი ჭაბურღილში ჩაუშვა, რათა გაზომოს ოკეანე, ყინული და ზღვის ფსკერი ამ რეგიონში.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყალი ყინულის გარსის ქვეშ, ფაქტობრივად, მოქცევის შედეგად მცირე მანძილზე ამოდის. ლიზი კლაინი, ლუისისა და კლარკის კოლეჯის თანაშემწე პროფესორი და მათი გუნდი სწავლობენ მოქცევის ტუმბოს მექანიზმს, რომელიც ფიზიკურად აიძულებს თბილ წყალს ყინულსა და კლდეებს შორის ამოვიდეს.
მყინვარის მცურავი ყინულის ნაწილი მატულობს და ეცემა მოქცევასთან ერთად - და ეს მოძრაობა მოქმედებს როგორც ბერკეტი, რომელიც წყალს ყინულის გარსის ქვეშ ამოტუმბავს.
ასევე, მცურავი ყინულის შელფის ფსკერზე დამიწების ზონის ქვემოთ, მუდმივი ხახუნი და ყინულის დნობა სწრაფად ქმნის ყინულში გრძელ არხებს, სადაც წყალი მიედინება, რაც გავლენას ახდენს ყინულის შელფის ფორმი ცვლილებაზე და მის სტაბილურობას უქმნის პრობლემას.

ანტარქტიდის ლანდშაფტის ბუნებრივი ფორმის გამო მცურავი მყინვარების შეჩერება არ ხდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩამონგრევის ჯაჭვური რეაქცია, რაც გამოიწვევს კოლაფსს.
გუნდისთვის გამოწვევაა იმის შეფასება, როდის, და რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ეს, მაგრამ დედამიწის ყინულოვანი დიდი ნაწილის დაკარგვა შესაძლებელია რამდენიმე ათწლეულიდან რამდენიმე საუკუნის დიაპაზონში.
წყარო: https://bit.ly/3IRlfyQ