top of page
Search

ტყის რესურსის არასწორი გამოყენება, გაუტყეურების შედეგები და გამოსავლის ძიება

Updated: Apr 3, 2021

ტყე სიცოცხლის წყაროა. იგი აუცილებელი საარსებო წყაროა ადამიანისთვის და სახლს/თავშესაფარს წარმოადგენს უამრავი გარეული სახეობისთვის. ტყე უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ეკონომიკის ისეთი დარგების განვითარებას როგორიცაა: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა, განვითარებად ქვეყნებში, თითქმის სამი მილიარდი ადამიანი არის დამოკიდებული შეშით გათბობაზე.


მცენარეები ნახშირორჟანგს მზის სხივებიდან მიღებული ენერგიისა და ფესვების საშუალებით ათვისებულ წყალთან ერთად იყენებენ არსებობისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად. აქედან გამომდინარე მცენარეები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირების საქმეში. ამჟამად დედამიწის ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით 31% დაფარულია ტყეებით. საქართველოს ტერიტორიის 40 % ნაკლები კი უკავია ტყეებს. მიუხედავათ ადამიანი ტყეზე ძალიან ცუდად ზემოქმედებს. დღითიდღე მცირდება ტყის ფართობები.


 

ტყის უკონტროლო განადგურება იწვევს ფლორისა და ფაუნის ზოგიერთი სახეობების განადგურებას, ჰავის ცვლილებას, ტბების დაშრობას, ატმოსფეროში იზრდება ნახშირბადის დიოქსიდის რაოდენობა, ვიღებთ ნიადაგს დამცავი მცენარეული საფარის გარეშე, რასაც მივყავართ ნიადაგის ეროზიამდე.

ტყეების განადგურების ყველაზე უარესი მეთოდი ხეების დაწვაა, რადგან წვის დროს ხეებში შეკავებული ნახშირბადი ატმოსფეროს უბრუნდება ნახშირორჟანგის სახით.


ტყის განადგურების ტენდენციას თუ შევხედავთ დღეისათვის ყველაზე საშიში ტემპი აქვს აღებული წიაღის მომპოვებელ კომპანიებს, რადგან ისინი ნიადაგიდან ფესვებიანად ძირკვავენ ხეებს, ამოძირკული ხე კი ვერასოდეს აღდგება.


 

ტყეებზე ასევე დიდი ზიანის მიყენება შეუძლია დაავადებებს და მავნებლებს. ტყის დაავადებას იწვევს პარაზიტული სოკოები, ვირუსები და პარაზიტული ჭიები. მათთან საბრძოლველად აუცილებელია ხეების შეწამვლა და მწერების მჭამელი ფრინველების მოზიდვა. ტყეების უკანონოდ ჭრა, სასოფლო-სამეურნეო და ურბანული მიზნებისთვის ხეების მასიურ განადგურებას მივყავართ გამოუსწორებელ შედეგებამდე.




ტყის დაცვა/გადარჩენისთვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომები, რაც ნათლად გამოხატულია ტყის მდგრადი მართვის პრინციპებში. მდგრადი მართვა ნიშნავს, ტყის რესურსებისა და ტყის ეკოსისტემის გამოყენებას ისე, რომ არ შემცირდეს მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნება. ტყემ არ დაკარგოს თვითაღდგენის უნარი, არ მოხდეს ნიადაგის იმ დონემდე დეგრადაცია, რომ გამოიწვიოს ეროზია, აუცილებელია ტყის დაცვა ხანძრებისგან და მავნებლებისგან.

 



2020 წლის მაისში სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის სერვისების ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019-2020 წლის კორონავირუსის პანდემიაზე პასუხისმგებლები ადამიანები არიან, რადგან ეს უკავშირდება ბუნების განადგურებას და უფრო მწვავე ეპიდემიები შეიძლება თან სდევდეს გარემოს ცვლილებებს, თუ კაცობრიობა არ შეიცვლის გეზს. ამერიკელი და ავსტრიელი მეცნიერების ძირითადი გამოკვლევების თანახმად, ეკოსისტემის განადგურება ზრდის ახალი ეპიდემიის გავრცელების რისკს, ამიტომ თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე. მოვუფრთხილდეთ თითოეულ ხეს, ტყის სარგებელი ხომ განუზომლად დიდია ადამიანის წინაშე.



Გამოყენებული წყაროები: https://on.natgeo.com/3rCprbK; https://wwf.to/3wsacWH

https://bit.ly/31DqVrB

151 views0 comments
bottom of page