top of page
Search

ქაღალდის ჩანთა მინიმუმ სამჯერ უნდა გამოვიყენოთ, რომ ისეთივე "მწვანე" იყოს, როგორც პოლიეთილენის პარკი




გასაკვირი არ არის, რომ დღეს პლასტმასა განიხილება, როგორც პლანეტის ნომერ პირველი მტერი. პლასტმასა ნაგავსაყრელზე წლებია გროვდება, მან უკვე დააბინძურა მდინარეები, ზღვები, ოკეანეები.




რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს პოლიეთილენის პარკი სინამდვილეში პლანეტის გადასარჩენად შეიქმნა. ასე ამბობს შვედი ინჟინრის სტენ გუსტავ ტულინის ვაჟი, რომელმაც ისინი 1959 წელს შექმნა. პოლიეთილენის პარკი შეიქმნა, როგორც ქაღალდის ჩანთების ალტერნატივა, რომელთა წარმოების შედეგად ტყეები უმოწყალოდ იჩეხებოდა. ახალი ალტერნატივა უფრო ხანგრძლივ გამოყენებას და ტევადობას სთავაზობდა საზოგადოებას. რაც ნიშნავდა, რომ მათი გამოყენება მრავალჯერადად უნდა მომხდარიყო.



სამწუხაროდ, საზოგადოებამ თავისდა სასარგებლოდ შემოატრიალა წარმოდგენა. მრავალჯერადი გამოყენების ნაცვლად დაიწყო პოლიეთილენის პარკების ერთჯერადი გამოყენება. განმეორებით გამოყენების ნაცვლად მათ მოშორებას შეეჩვია, მარტივად რომ ვთქვათ გაზარმაცდა!



 

პოლიეთილენის პარკები დააპატენტა კომპანიამ, სახელწოდებით Celloplast და 1960-იანი წლების შუა პერიოდში ისინი აქტიურად ანაცვლებდნენ ევროპაში ქაღალდისა და ქსოვილის ალტერნატივებს. 1979 წელს პარკები უკვე შეადგენდა ევროპის ჩანთების ბაზრის 80 პროცენტს. 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს სუპერმარკეტების ორი უდიდესი ქსელი - Kroger and Safeway - გადავიდა პოლიეთილენის პარკებზე. 1980-იანი წლების ბოლოს პოლიეთილენის პარკმა ჩაანაცვლა ქაღალდის ჩანთები მთელ მსოფლიოში.



National Geographic– ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, შეერთებულ შტატებში მყიდველები დღეში ერთ პოლიეთილენის პარკს იყენებდნენ, ხოლო დანიაში მყიდველები წელიწადში საშუალოდ ოთხს. გაეროს მონაცემებით წელიწადში იწარმოება ერთი ტრილიონი პოლიეთილენის პარკი. მრავალმა ქვეყანამ დაიწყო პოლიეთილენის პარკის აკრძალვა. ბანგლადეში იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2002 წელს აკრძალა ის. ამის შემდეგ, ათზე მეტმა ქვეყანამ მიბაძა მას. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ისაა, რომ პოლიეთილენის პარკის უმეტესობა არ გადამუშავდება და ხვდება ნაგავსაყრელებზე, სადაც დეგრადირებას 1000 წელი სჭირდება.



 


ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდისა და ბამბის პარკების არჩევა ტექნიკურად შეამცირებს ნარჩენებს, მათ აქვთ სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი შედეგები. დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვითი სააგენტო ვარაუდობს, რომ ქაღალდის ჩანთა უნდა იყოს გამოყენებული მინიმუმ სამჯერ, რომ ისეთივე "მწვანე" იყოს, როგორც პოლიეთილენის პარკი, რომელიც გადამუშავდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ქაღალდის ჩანთების წარმოებას უფრო მეტი ენერგია და წყალი სჭირდება და ასევე უფრო მძიმეა, რაც ტრანსპორტირებისას უფრო ძვირი ჯდება. რაც შეეხება ტილოს ჩანთებს - ისინი მინიმუმ 131 ჯერ უნდა გამოიყენონ, რომ ეკოლოგიურად უფრო სუფთა იყოს, ვიდრე პოლიეთილენის პარკი.





გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3wznYqr



1,529 views0 comments
bottom of page