ღრუბელი უფრო ეფექტურად აგრილებს ვიდრე ხე

ღრუბლები უფრო ხშირად წარმოიქმნება ტყიან ადგილებში, ხეების დიდ ფართობებზე დარგვა მომგებიანია ჩვენთვის სასურველი გარემოს ნოტიო კლიმატისთვის.
მეორეს მხრივ - ხეების დარგვა ხელს უწყობს ღრუბლების წარმოქმნას

ღრუბლები მზესა და დედამიწას შორის, წარმოქმნიან გამაგრილებელ ეფექტს. ტემპერატურა ხის ჩრდილში ისედაც უფრო გრილია, ხოლო ღრუბელი მას კიდევ უფრო აგრილებს.
კვლევების თანახმად, ღრუბლებს აქვთ მაღალი ალბედო * - თოვლისა და ყინულის მსგავსი - იგი ბოლო პერიოდში დიდწილად შემცირდა, როგორც ბევრმა კვლევამ გამოავლინა.
*ალბედო: რაიმე სხეულის ზედაპირიდან არეკლილი სხივური ნაკადის ფარდობა მასზე დაცემულ სხივურ ნაკადთან. ალბედო ახასიათებს სხეულის ზედაპირის არეკვლის უნარს

პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეაჯამეს ღრუბლების თანამგზავრული მონაცემები იმ მოდელებთან, რომლებიც აფასებენ მცენარეებსა და ატმოსფეროს შორის ურთიერთქმედებას.
გუნდმა შეიტყო, რომ ღრუბლების გაცივება და ნახშირორჟანგის შეწოვის უნარი უფრო ეფექტური აღმოჩნდა ვიდრე ტყით დაფარული ტერიტორიების ეფექტი მზის რადიაციაზე.
კვლევის ავტორები იუწყებიან,რომ როდესაც განვიხილავთ კონკრეტულ არეალში ტყის განახლებას, საჭიროა კვლევა იმის დასადგენად, თუ როგორ და რა უნდა გაკეთდეს რეგიონში ხეების დარგვამდე.
”ჩვენ არ შეგვიძლია გავითვალისწინოთ მხოლოდ კლიმატის ცვლილება, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორები, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება და ის ფაქტი, რომ მიწა ასევე საჭიროა საკვების წარმოებისთვის,” - ამბობს სერასოლი, პრინსტონის კურსდამთავრებული სტუდენტი. ”მომავალმა კვლევებმა უნდა გააგრძელოს ღრუბლების როლის განხილვა, მაგრამ უნდა გაამახვილოს ყურადღება უფრო კონკრეტულ რეგიონებზე და გაითვალისწინოს მათი ეკონომიკა.”

დედამიწის სისტემაში იმდენი რამ არის დაკავშირებული, წყლის ციკლსა და კლიმატს შორის ურთიერთქმედების ბუნება ისეთია რომ თუ ერთ რამეს შეცვლით, ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებს სისტემის სხვა ნაწილებზე.
წყარო: https://bit.ly/38gGRna