top of page
Search

ყველაზე საინტერესო და ანომალიური გლობალური კლიმატური მოვლენა



ელ-ნინიო ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა. ეს არის თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და ბატონობს არანაკლებ ერთი წლისა. ელ-ნინიო დეკემბერში წარმოიშობა და ემთხვევა შობის დღეებს. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც — რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "საშობაო ბავშვი".



ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენის დროს წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება +1°C-იდან +5°C-მდე.



კლიმატის გლობალური ცვლილება სულ უფრო ხშირად იწვევს ე.წ. სუპერ ელ-ნინიოს, რომელიც დედამიწაზე ექსტრემალური ამინდის მაპროვოცირებელია.





როგორც წესი, ელ-ნინიო იწვევს ტროპიკულ შტორმებს, ზოგ ადგილებში გვალვას, ზოგ ადგილებში უხვ ტენიანობას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ათასობით ადამიანს ტოვებს საცხოვრებლის და სამუშაოს გარეშე, რაც არ უნდა მსუბუქ ფორმებში ჩაიაროს ელ ნინიოს ციკლმა, მისი შედეგები ყოველთვის დამანგრეველია.


მიუხედავად იმისა, რომ ელ ნინიოს შესახებ ვიცით 1600-იანი წლებიდან, როდესაც პირველად პერუელმა მეთევზეებმა დააფიქსირეს, ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის, რა იწვევს მას რეალურად.



საკითხს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ელ ნინიოს ყველა შემთხვევა ერთნაირი არ არის. ელ ნინიო, რომელიც მოხდა 1982 – დან 1983 წლებში ითვლება ციკლის ერთ – ერთ ყველაზე დამანგრეველ შემთხვევად.

მეცნიერები დღემდე აკვირდებიან და ცდილობენ დაადგინონ ზუსტი მიზეზები თუ რა იწვევს ელ ნინიოს. უმეტეს შემთხვევაში, საუკეთესო რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ამინდისა და ოკეანეების პირობებში სხვადასხვა ცვლილებების თვალის დევნება და იმედი გვაქვს, რომ ამ მონაცემების შედეგად მიღებული პროგნოზები მოგვცემს ზუსტ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როდის მოხდება შემდეგი ელ ნინიოს ციკლი.




გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3weY3Uw


321 views0 comments
bottom of page