შემდეგი გაჩერება, წყალბადის ელექტრო მატარებლები
Updated: Apr 14, 2021
ძველი დიზელის მატარებლები მთელს მსოფლიოში სარკინიგზო ქსელებიდან ნელნელა ინაცვლება უფრო ეკონომიური და ეკოლოგიური ალტერნატივებით. ყველამ ვიცით უკვე წარმატებული და აწი უკვე მოქმედი ელეტრომავლების მაგალითები მსოფლიოს სხვასდასხვა წამყვან ქვეყნებში.

დადგა ჯერი გადავხედოთ მეორე ალტერნატივას, რაც კიდევ ერთხელ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სარკინიგზო ქსელების ტექნოლოგიურ მიმართულებაზე. უკვე შეგვიძლია ავლაპარაკდეთ ახალ განზომილებაზე - წყალბადის ძრავზე.
გერმანული Coradia iLint იყო მსოფლიოში პირველი წყალბადით აღჭურვილი ლოკომოტივი.
მაგრამ გრძელ მანძილებზე მოგზაურობები შეუძლებელი იყო მრავალი ტექნიკური მიზეზის გამო.
დიდი ბრიტანეთი აპირებს შეამოწმოს ახალი ტიპის ძრავა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს რკინიგზის ეკოლოგიურ გაუმჯობესებას.

ინჟინრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ Hydroflex არ არის მხოლოდ წყალბადის ენერგიის ტექნოლოგიის დემონსტრირება - ის სავარაუდოდ, გახდება სიცოცხლისუნარიანი კომერციული მატარებელი.
მოსალოდნელია, რომ ახლად დაპროექტებული მაღალსიჩქარიანი მატარებლები ამოქმედდნენ 2024 წლის ბოლომდე.
საფრანგეთმა შემდეგი თაობის 100 მატარებელი 2018 წლის ივლისს შეუკვეთა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Avelia Horizon.
მატარებლები, რომლებსაც პირველად დაამზადებენ ალსტომის ქარხანაში ლა როშელში, დამზადდებიან 97 პროცენტიანი გადამუშავებული მასალისგან.

ახალ მატარებლებში განთავსდება 740 მგზავრი, ეს 20 პროცენტით მეტია ვიდრე ამჟამად მიმოქცევაში არსებულ ვაგონებშია.
მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის საწვავის ერთადერთი პირდაპირი ნარჩენების პროდუქტი წყალია, ამ ფორმის ენერგიის მიღება სულაც არ არის აუცილებელი იყოს სუფთა. ”გამოწვევა არის ამ ეტაპზე წყალბადის ეკოლოგიურად და ფინანსურად მომგებიანად მიღება,,” -. ამჟამად ყველაზე იაფი და ყველაზე გავრცელებული მეთოდია წყალბადის ბუნებრივი გაზისგან მიღება, რაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.
იმისათვის, რომ წყალბადის ენერგია იყოს ნამდვილად მდგრადი, მისი წარმოების მეთოდები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული წიაღისეულ საწვავიზე.
მაგალითად, ელექტროლიზი წყალბადს წარმოქმნის ელექტროენერგიის გამოყენებით წყლის ჟანგბადისგან გამიჯვნის გზით.
, წყალბადის გამომუშავება და შენახვა უნდა მოხდეს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით, მაგალითად, ქარის და მზის ენერგიით, და არა წიაღისეული საწვავით.
წყალბადის მატარებლების კიდევ ერთი პრობლემა, ლითიუმის ბატარეების გამოყენებაა. ამჟამად, ლითიუმის დამუშავება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე. მაგალითად, ერთი ტონის ლითიუმის მოპოვებას 2 მილიონი ლიტრი წყალი სჭირდება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ლითიუმის ნაცვლად მზის ენერგიის გამოყენება, მაგრამ ეს იდეა რჩება ჯერ ექსპერიმენტულ დონეზე.
წყაროები : https://bbc.in/2PSyKrn
და