ცხოველები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადაშენდნენ
Updated: Sep 23, 2021
ბუნებრივი გარემოებების ცვალებადობის გამო ბიოლოგიური სახეობები რიგ შემთხვევაში შესაძლოა სრულიად გადაშენდნენ, ან განიცადონ ცვლილებები.
თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი სახეობის განადგურებაში ადამიანის ხელიც ურევია.
ასე ხდებოდა რამოდენიმე საუკუნის წინაც, მაგალითად:
სტელარის ზღვის ძროხა, რომელიც გადაშენდა 1768 წელს, მისი აღმოჩენიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ.

დოდო, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობდა, გადაშენდა როგორც სახეობა, 1662 წლის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

დიდი აუკი, რომელიც ბინადრობდა ჩრდილოეთ ატლანტიკურ სარტყელში და ესპანეთის ჩრდილოეთში - გაქრა 1844 წელს, მათი ბოლო წარმომადგენელი მოკლულ იქნა მონადირეების მიერ.

რაც შეეხება უკანასკნელ წლებში გადაშენებულ სახეობეს, ესენი არიან:
მოგზაური მტრედი, უკანასკნელი მოგზაური მტრედი ველურ ბუნებაში დაიღუპა დაახლოებით 1900 წლისთვის, ბოლო ცნობილი სახეობის წარმომადგენელი რომელიც მოშინაურებული იყო, დაიღუპა 1914 წელს.

ტასმანიური ვეფხვი, რომელიც ბინადრობდა ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალ გვინეაში. უკანასკნელი ველური ტასმანიური ვეფხვი მოკლეს 1910 წლიდან 1920 წლამდე, ხოლო სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი დაიღუპა ჰობარტის ზოოპარკში, ტასმანიაში 1936 წელს.

ჩინური მდინარის დელფინი (ასევე ცნობილი როგორც ბაიძი) ბინადრობდა იანგცეში 20 მილიონი წლის განმავლობაში, მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა 1950 -იანი წლებიდან მოყოლებული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ არის ჩაწერილი, როგორც გადაშენებული, 2002 წლის შემდეგ არავის უნახავს მდინარე იანძის დელფინი.

პირენეის იბექსი, ბინადრობდა ასევე ესპანეთში, იბერიის ნახევარკუნძულზე. თავდაპირველად მათი პოპულაცია აღწევდა 50,000- ს, მაგრამ იგი შემცირდა დაახლოებით 100 - მდე 1990 -იან წლებში.
მეცნიერებმა მოახდინეს პირენეის იბექსის კლონირება, რის გამოც იგი გახდა პირველი სახეობა, რომელიც აღარ უნდა გადაშენებულიყო, მაგრამ თიკანი დაბადებიდან მალევე დაიღუპა ფილტვის პრობლემის გამო.
ბოლო წარმომადგენელი დაიღუპა ჩრდილოეთ ესპანეთში სულ ცოტა ხნის წინ - 2000 წელს.

დასავლეთ აფრიკული შავი მარტორქა, 1930 -იან წლებში აქტიურად ტარდებოდა ღონისძიება სახეობების დასაცავად, მაგრამ მათი რიცხვი კვლავ მცირდებოდა. ბოლო დასავლეთ აფრიკული შავი მარტორქა ნახეს კამერუნში 2006 წელს. ოფიციალურად გადაშენებული 2011 წელს გამოცხადდა.

წყარო: https://bit.ly/3u8lcaL