წყალბადის ძრავზე მომუშავე ავიაცია - ეკოლოგიურად უკეთესი მომავლის პერსპექტივა
Updated: Apr 14, 2021
სულ რაღაც 10-15 წელიწადში ავიაცია შეიძლება გადავიდეს წყალბადის ენერგიაზე

პანდემიის დროს ფრენები შემცირდა და ატმოსფერო საგრძნობლად გასუფთავდა., რამაც დაგვანახა, თუ რა სარგებელს მოუტანდა კლიმატს, მასობრივი ავიაცია თუ გამწვანდებოდა.
საწვავის უჯრედების და წყალბადის 2 ერთობლივი საწარმოს (FCH 2 JU) და Clean Sky 2– ის ერთობლივი საწარმოს (Clean Sky 2 JU) საერთო კვლევა აჩვენებს, რომ წყალბადის ტექნოლოგიის დანერგვას ავიაციაში აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუ კი განხორციელდება ამ მიმართულებით პროაქტიული და ფართომასშტაბიანი პროგრამული მხარდაჭერა.
კვლევა აჩვენებს,რომ ნავთობის წყალბადით ჩანაცვლება 40% ით გააიაფებს ავიაგადაზიდვებს და 70% -ით შეამცირებს გლობალური დათბობის გავლენას
2050 წლისთვის მსოფლიო ავიაციური ფლოტი შეიძლება შედგებოდეს 40 პროცენტამდე წყალბადით აღჭურვილი თვითმფრინავისგან.
ამჟამად საავიაციო სექტორი წელიწადში გლობალურად გამოყოფს 900 მილიონ ტონა CO2- ს.
აზოტის ოქსიდები (NOx) და წყლის ორთქლის გამონაბოლქვი კიდევ უფრო გააძლიერებს კლიმატის სავალალო ცვლილებას .
ავიაციის კლიმატზე გავლენა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თანამედროვე ტექნოლოგიის შემუშავებამ, სადაც თვითმფრინავებში წყალბადის, როგორც საწვავის ან ენერგიის წყაროს პოტენციალს მიანიჭებენ უპირატესობას.
ვინ იქნება პირველი მერცხალი?
იმისათვის, რომ ავიაციამ 2050 წლისთვის მოახდინოს კლიმატზე გავლენის წარმატებული ქმედებები, აუცილებელია სწრაფი ტექნოლოგიების შემუშავება და ახალი თვითმფრინავების კონცეფციების ადრეული შემუშავება.

პირველი მერცხალი მოკლე მანძილზე მფრინავი თვითმფრინავის კონცეფციის დემონსტრაცია შეიძლება 2028 წლისთვისაც მომზადდეს, ხოლო საშუალო დონის თვითმფრინავების ანალოგის დემონსტრირება 2035 წლისთვის მოხდეს.
გრძელი ფრენებისთვის უფრო რევოლუციური წყალბადის მოდელი შეიძლება შემუშავდეს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.
წყარო: https://bit.ly/2RA5N3V