წყლის დაბინძურება, როგორც სერიოზული გლობალური პრობლემა. ინფორმაცია, რომელიც უნდა ვიცოდეთ

დედამიწაზე არსებულ ყველა ნივთიერებას შორის, წყალს თავისი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია ბუნებაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორგანული სიცოცხლის არსებობაში. მაგრამ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი რაოდენობის წყალი ბინძურდება ადამიანთა საქმიანობის შედეგად.
რა არის წყლის დაბინძურება?
წყლის დაბინძურება ხდება მაშინ, როდესაც მავნე ნივთიერებები - ხშირად ქიმიკატები ან მიკროორგანიზმები - აბინძურებენ ნაკადს, მდინარეს, ტბას, ოკეანეს, წყალხსნარს ან წყლის სხვა ორგანოს, ამცირებენ წყლის ხარისხს და მომწამლავს ხდის ადამიანისთვის და გარემოსთვის. წყლის ობიექტების ყველაზე დამაბინძურებლების რიცხვს განეკუთვნება: პესტიციდები, სასუქები, ნავთობპროდუქტები, მძიმე მეტალები, ქიმიური სა სამრეწველო პროცესების, ასევე საყოფაცხოვრებო საქმიანობების შედეგად წარმოქმნილი სხვადასახვა ნივთიერებები და სხვა.

როგორ აისახება წყლის დაბინძურების შედეგები ადამიანზე?
მარტივად რომ ვთქვათ: წყლის დაბინძურება კლავს. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის გარდაცვალების და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაავადების მიზეზი ხდება უვარგისი სასმელი წყლის გამოყენება. ისეთი დაავადებები როგორებიცაა მუცლის ტიფი, დიფტერია, ამებიოზი და ა.შ. ხშირად სწორედ წყლის პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურების შედეგია. განვითარებად ქვეყნებში დაავადებათა ოთხ მეხუთედს წყლისმიერი დაავადებები შეადგენს. ხშირია დიარეა, რომელიც ხშირად ბავშვებში ფატალური შედეგით მთავრდება.
თანამედროვე სოფლის მეურნეობას თან ახლავს ზედაპირული წყლების დაბინძურება ფოსფორის და აზოტის ხსნადი ნაერთებით, რომლებიც გროვდება საბოლოო ნაკადის აუზებში და ამ წყალსაცავებში წყალმცენარეებისა და მიკროორგანიზმების სწრაფ ზრდას იწვევს. წყალმცენარეები მოიხმარენ დიდი რაოდენობით ჟანგბადს, რაც მათ სწრაფ ზრდას იწვევს და შესაბამისად საფრთხეს უქმნის თევზებს და სხვა წყლის ბინადრებს.

ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ტონამდე ნავთობი იღვრება ზღვებსა და ოკეანეებში, რაც კატასტროფულ შედეგებს იწვევს წყლის ეკოსისტემისთვის.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ბუნებრივი წყლების ხარისხის უზრუნველყოფა თითოეული ადამიანის უმთავრესი ამოცანაა, რადგან სუფთა წყალი გვჭირდება არსებობისთვის. წყლის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა დედამიწის ეკოლოგიისთვის. და ეს უნდა მოგვარდეს როგორც ფართომასშტაბიანად - სახელმწიფოების და საწარმოების დონეზე, ასევე ინდივიდუალურად - თითოეული ადამიანის დონეზე.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად?

რა შეგიძლიათ გააკეთოთ წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად?
ნარჩენების სწორი მართვა;
ყურადღების გამახვილება თუ რომელ ქიმიურ ხსნარებს მოვიხმართ ყოველდღიურ ცხოვრებაში;
სახელმწიფოს მიერ მკაცრი რეგულაციების დაწესება;
საწარმოებისთვის გამწმენდი ფილტრების გამოყენება და ა.შ.
გამოყენებული წყაროები: https://on.nrdc.org/2OnqkYd; https://on.natgeo.com/39Jdj2p