ხილისგან დამზადებული სპორტული ფეხსაცმელები
MoEa - იტალიური კომპანიაა, რომლის სახელწოდება იშიფრება, როგორც დედა-მიწა, მათი მიზანია მდგრადი პროდუქციის შექმნა და მოდის ინდუსტრიის გადატრიალება, მოდის ინდუსტრიის გაჰუმანურება.

მათ შეიმუშავეს უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ხილს აქცევს ვეგანურ ტყავად, რომელიც ისეთივე კარგია, როგორც ნამდვილი. ეს არის ბიო მასალები! ისინი იღებენ სიმინდის, ანანასის, ვაშლის, კაქტუსისა და ყურძნის საკვების ნარჩენებს და აქცევენ მას ბიოდეგრადირებად პლასტმასად.
ტყავის ტრადიციული წარმოება საშინელებაა გარემოსთვის. ნახშირბადის გლობალური გამონაბოლქვის 10% -ზე მეტი მოდის ცხოველების მოშენებაზე და შემდგომ მათგან ტყავის გამოყვანაზე. მცენარისგან წარმოებული ტყავი კი გვეხმარება ამ პრობლემების მოგვარებაში, 89% -ით ნაკლები ნახშირბადის გამოყოფით და საკვების ნარჩენების მასიურ პრობლემასთან ბრძოლის პარალელურად, არცერთი ცხოველი არ იქნება დაზიანებული!

ისინი იღებენ ნედლეულ ინგრედიენტებს სხვადასხვა ადგილებიდა. ყურძენი მოდის იტალიის ღვინის ინდუსტრიის ნარჩენი ყურძნის რბილობიდან, ანანასი ანანასის ფოთლებიდან ფილიპინების ხილის ინდუსტრიიდან, სიმინდი ამერიკული სიმინდის ინდუსტრიის არასასურველი სიმინდისგან, კაქტუსი მოდის კაქტუსის ფოთლებიდან მექსიკიდან.

თითოეული სპორტული ფეხსაცმელი არის 49% ხილის შემადგენლობით. გარეთა სხეული მზადდება ვაშლის, ყურძნის, სიმინდის, ანანასის ან კაქტუსის ტყავისგან. ფეხსაცმლის სხვა ნაწილები დამზადებულია სხვა მცენარეული მასალისგან მაგალითად, რბილი შიდა ტექსტურა გადამუშავებული ბამბუკის ქსოვილია, ხოლო შიდა საფარი დამზადებულია 100% -ით გადამუშავებული ხის ბოჭკოსგან. მაქმანი არის ორგანული ბამბა. ძირი არის 40% რეციკლირებული რეზინა. ნებისმიერი გამოყენებული წებო არის წყალზე დამზადებული. ფეხსაცმლის შეფუთვაც კი დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან და მოვლის ინსტრუქციები იბეჭდება პირდაპირ ყუთის შიგნით.
MoEa - ასევე აწარმოებს კამპანიას, მომხმარებელს შეუძლია მიიტანოს ძველი სპორტული ფეხსაცმელი და მიიღოს 10% ფასდაკლება ახალ მოდელზე. კომპანია ძველ ფეხსაცმელს გადაამუშავებს და მის ნარჩენებს გამოიყენებს ახალი მოდელების შესაქმნელად.

გამოყენებული წყარო: https://bit.ly/38wLUjd