top of page
Search

ხმაურით დაბინძურების გავლენა ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობაზე


ურბანული ხმაური ეწოდება ხმებს, რომლებიც არასასიამოვნოა ჩვენი ყურებისთვის, იგი ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის და ცხოველის ჯანმთელობაზე. ხმაურით დაბინძურების პირველი მიზეზი ინდუსტრიალიზაციაა.




რა იწვევს Ხმაურით დაბინძურებას?


ინდუსტრიალიზაცია, დაუგეგმავი ურბანიზაცია, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა, ეკონომიკური არაეფექტურობა და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა ხმაურის დაბინძურების გამომწვევი მთავარი ფაქტორებია.


ინდუსტრიულ ქვეყნებში „დიდ მანქანებს“ იყენებენ (მაგალითად: გენერატორები, კომპრესორები, გამწოვი ვენტილატორები და ასე შემდეგ), რომლებიც ასევე დიდ ხმას წარმოქმიან. ადამიანები, რომლებსაც ასეთ ადგილებში უწევთ მუშაობა, ხშირად ყურის დამცავ საშუალებებს ატარებენ. მიზეზი ერთია: შეამცირონ ხმის ეფექტი. ცუდი ქალაქგეგმარება ხმაურით დაბინძურებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მჭიდრო სახლები, დიდი ოჯახები, რომლებიც მცირე ადგილს იზიარებენ, პარკინგისთვის ყოველდღიური ბრძოლა და უამრავი სხვა მიზეზი ჩვენი ქალაქის ხმით დაბინძურებას იწვევს. აუცილებელია აღვნიშნოთ ტრანსპორტის როლიც.




თვითმფრინავები, მანქანებით გადაჭედილი გზები, მიწისქვეშა მატარებლები მრავალ ხმას წარმოქმიან. ამ ყველაფერს კი მივყავართ იმ სიტუაციამდე, როცა ადამიანს სწორად სმენის უნარი ეკარგება.






ხმაურის დაბინძურების გავლენა ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობაზე:


იცოდით, რომ სმენის დაქვეითების პირველ მიზეზად ხმაურით დაბინძურება ითვლება? ნებისმიერი არასასურველი ხმა, რომელსაც ჩვენი ყური ვერ ფილტრავს, სმენის პრობლემებს იწვევს. ამას კი თავისთავადსხეულის რიტმი ნორმიდან გამოჰყავს.გადაჭარბებული ხმები ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დარღვევის განმაპირობებელი მიზეზიცაა. კვლევები აჩვენებს, რომ ხმაურით დაბინძურების შემდეგ აგრესიული ქცევა და სტრესის დონე იზრდება, ძილის პროცესი ირღვევა.

ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. მაღალი ინტენსიური ხმა არტერიულ წნევას და გულისცემას ზრდის. ასევე ხმაურით დაბინძურება სოციალურ აქტივობებსაც აფერხებს, ადამიანებს კომუნიკაციაში ეშლებათ ხელი.




მუდმივი ხმაური იწვევს თავის ტკივილს და არღვევს ჩვენს ემოციურ ბალანსს. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ადამიანთა უმეტესობას უჩნდება ქალაქის ცენტრისგან გაქცევის სურვილი, რადგან ხმაური გაუსაძლისს ხდის დიდ ქალაქებში ცხოვრებას. ადამიანები მიისწრაფვიან მშვიდი, ნაკლებად ხმაურიანი, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსკენ.



 


ხმაურით დაბინძურება ამავდროულად ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მოშლას იწვევს და აქვეითებს შრომისუნარიანობას. ხმაურის ლიმიტები ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ შეწუხებას 55-65 დეციბელის, სიმშვიდის დარღვევას 55-90 დეციბელს შორის, ფსიქოლოგიურ აშლილობას კი 90 დეციბელს ზემოთ ხმები იწვევს.



ხმაურით დაბინძურება ცხოველებსა და ფრინველებზეც ანალოგიურ ცუდ გავლენას ახდენს, როგორც ადამიანზე.


დელფინები და ვეშაპები ორიენტაციას ახდენენ ექოლოკაციისა და ძალზე მგრძნობიარე სმენის მეშვეობით, ისინი სმენის მეშვეობით მოიპოვებენ საკვებს და იცავენ თავს მტაცებლებისგან.

Მაგრამ, როდესაც ძუძუმწოვრები ხვდებიან ხმაურით დაბინძურების ზონაში, საშიში ხმაური ფარავს ყველაირ ბგერას და ეს სივრცე დამღუპველი ხდება მათთვის.


შედეგად, იზრდება ცხოველების მიგრაცია შედარებით მშვიდ ადგილებში, სადაც მათ შეუძლიათ კომფორტულად იკვებონ. ზოგიერთი ცხოველის სახეობა ნელ-ნელა გადაშენდა


ამის გამო. ისინი მიგრირდებიან სხვა ეკოსისტემაში, რომლებიც მათთვის შესაფერისი არ არის და შედეგად იღუპებიან.



 

რეპროდუქციული პრობლემები




კვლევებმა აჩვენა, რომ ორსული ქალები დიდ სტრესს განიცდიან ხმაურით დაბინძურებულ ზონაში, რაც აისახება ბავშვის განვითარებაზე. მუცლად მყოფი ბავშვიც ანალოგიურ სტრესს განიცდის ამის ფონზე, როგორსაც დედა. Რაც იწვევს მათ ნაადრევ დაბადებას, მცირე წონით დაბადებას და ა.შ.






ცხოველები იყენებენ უნიკალურ ხმებს, რათა გაიგონ თანამოაზრეების ადგილმდებარეობა და დაიცვან თავი საფრთხისგან. ფრინველები ასევე იყენებენ დაბალი ბგერის ხმებს, რათა თანამოაზრეები მოიზიდონ. ზოგიერთი ფრინველი გამოსცემს ძალიან დაბალ ხმას, რომლის მოსმენაც მხოლოდ მის მსგავს ფრინველს შეუძლია, რომელიც ადამიანის ყურისთვის გაუგებარია.


შესაბამისად ხმაურიანი გარემო იწვევს მრავალი სახეობის ფრინველისა და ცხოველის გადაშენებას, რადგან მათ მიერ გამოსცემული ხმაური იკარგება და ვერ ხდება პარტნიორის მოძებნა.



ისევე როგორც გარემოს დაბინძურების ყველა საკითხში, ასევე ხმაურის დაბინძურების შემცირების საკითხშიც ყველაზე მნიშვნელოვანი გათვითცნობიერებულად მოქმედება გახლავთ. გავიაზროთ რას ვაკეთებთ არასწორად, ჩვენი ქმედებით ვუქმნით თუ არა საფრთხეს ჩვენს საზოგადოებას და ბუნებას.






გამოყენებული წყარო: https://bit.ly/31ZOqv4; https://bit.ly/3d2XPZe

https://bit.ly/2Qfp35R

251 views0 comments
bottom of page