top of page
Search

10 საინტერესო ფაქტი გარემოს შესახებ

გარემოს დაცვა როგორც სფერო 21 საუკუნის უმნიშვნელოვანესი განხილვის საგანია მთელს მსოფლიოს მასშტაბებში.


თითოეული ადამიანის სხვადასხვა სახის ქმედება პირდაპირ აისახება ეკოლოგიაზე და მოქმედებს კლიმატის ცვლილების დინამიკაზე მსოფლიოს მასშტაბით.


ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საინტერესო ფაქტი გარემოს შესახებ, EarthEcho International-ისა და Solar Energy World დაკვირვების მიხედვით.


ის, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ქმედება მასშტაბებში, შეგვიძლია ამ მარტივი მაგალითებით შევიტყოთ:



1. ერთი ალუმინის ქილის გადამუშავებამ შეიძლება დაზოგოს საკმარისი ენერგია ტელევიზორის სამი საათის განმავლობაში მუშაობისთვის.


2. ყოველდღიურად დაახლოებით 25000 ხე იჭრება მხოლოდ ტუალეტის ქაღალდის წარმოებისთვის.


3. მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული დაახლოებით ხუთი მილიონი ტონა ნავთობი რჩება ოკეანეში.


4. ზღვისა და ოკეანის ძუძუმწოვრების 78 % -ს ემუქრება შემთხვევითი სიკვდილი, მაგალითად სათევზაო ბადეებში მოხვედრის შედეგად.


5. მსოფლიო მასშტაბებით, საშუალოდ, ერთი სუპერმარკეტი თუ კვების ობიექტი ყოველწლიურად იყენებს 60 მილიონ ქაღალდის პარკს. ასევე გამოიყენება ათობით მილიონი პლასტიკური ჩანთა.


6. შუშის ბოთლის დაშლას შეიძლება 4000 წელი დასჭირდეს.






7. ტროპიკული ტყეების ჭრა ხდება წუთში 100 ჰექტარი სიჩქარით.




8. შეერთებული შტატები ნაგვის მწარმოებელი ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში.

9. Ford Motor Company-მ განაცხადა, რომ ყველა მანქანის 75 პროცენტი გადამუშავებადია.


10. თუ მთელი მსოფლიო იცხოვრობდა ისე, როგორც ჩვეულებრივი ამერიკელი, ჩვენ დაგვჭირდება ხუთი დედამიწისნაირი პლანეტა საკმარისი რესურსებით.






წყარო: https://www.lifestylesmagazine.ca/10-interesting-facts-about-the-environment/

927 views0 comments
bottom of page