top of page
Search

10 ყველაზე დიდი ტყე მსოფლიოში

Updated: Mar 16, 2022



ტყეები ფარავს დედამიწის ზედაპირის 31 % -ს ისინი წარმოადგენს ჟანგბადის ერთერთ მთავარ წყაროს ოკეანის წყალმცენარეტა შემდეგ.

და გარდა საკვების უსაფრთხოების და თავშესაფრით უზრუნველყოფისა, ტყეები უმთავრესი არიან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მკვიდრი მოსახლეობის საცხოვრებლების დაცვაში.

ტყეების დაცვით ჩვენ ასევე შევძლებთ ბუნებრივი რესურსების მართვის გაძლიერებას და მიწის პროდუქტიულობის გაზრდას.

ამჟამად, ყოველწლიურად ცამეტი მილიონი ჰექტარი ტყე იკარგება, ხოლო, მიწის მუდმივმა დეგრადაციამ უკვე განაპირობა 3.6 მილიარდი ჰექტარის გაუდაბნოება.


ტყეები არიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს ბუნებრივი სამყარო.

სტატიაში გაგაცნობთ 10 უდიდეს ტყეს მსოფლიოში:



1. ამაზონი


ამაზონის ტროპიკული ტყე (ასევე ცნობილია, როგორც ამაზონის ჯუნგლები) არის ტენიანი, ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს ამაზონის აუზს. ეს აუზი 7 მლნ კვ კმ-ს შეადგენს, რომლის 5.5 მლნ კვ კმ იფარება ამაზონის ტყით.


ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სადაც 60%-ია წარმოდგენილი. პერუში მდებარეობს ტყის 13%, კოლუმბიაში - 10%, ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.


სამწუხაროდ, ამაზონი უპრეცედენტო გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას ტყეების გაჩეხვისა და ხანძრის გამო; ჯერ კიდევ 2019 წელს, ბრაზილიის ამაზონის ტროპიკული ტყეების მონაკვეთში დაახლოებით 28000 კვადრატული მილი დაიწვა.


2. კონგოს ტროპიკული ტყე



ხშირად მოიხსენიება, როგორც დედამიწის „მეორე ფილტვი“ ამაზონის შემდეგ, კონგო დაცულია ხუთი ცალკეული ეროვნული პარკის მეშვეობით, რომლებიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.





3. ახალი გვინეის ტროპიკული ტყე



ახალი გვინეის ტროპიკული ტყეები შეადგენენ ქვეყნის ხმელეთის ნახევარზე მეტს და მოიცავს უზარმაზარ მთიან პეიზაჟებს. ახალი გვინეის ტროპიკული ტყე არის ძირძველი ხალხის და ადგილობრივი ცხოველური სახეობების საცხოვრებელი ადგილი, რომლებსაც თითქმის არ ჰქონდათ შეხება გარე სამყაროსთან.



4. ვალდივის ზომიერი ტროპიკული ტყე




მცენარეთა სახეობების სულ მცირე 90%, რომლებიც ცხოვრობენ ვალდივის ზომიერი ტროპიკული ტყეების შიგნით სამხრეთ ამერიკის კონუსში, ენდემურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ბინადრობენ.




5. ტონგასის ეროვნული ტყე



სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკაში აღმოჩენილი ტონგასის ეროვნული ტყე არის უდიდესი შეერთებულ შტატებში და ყველაზე დიდი ზომიერი ტროპიკული ტყე ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს ნიშნავს, რომ მას უჭირავს დედამიწის ზომიერი ტროპიკული ტყეების თითქმის მესამედი, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენახული ნახშირბადის და ბიომასის მაღალი დონის გამო.


6. ბოსავას ბიოსფერული ნაკრძალი




1997 წელს იუნესკოს მიერ დაცული ბოსავას ბიოსფერული ნაკრძალი მდებარეობს ნიკარაგუაში. დადგენილია, რომ მსოფლიოში ცნობილი სახეობების დაახლოებით 13% ცხოვრობს ნაკრძალში, რომელიც ტექნიკურად შედგება ექვსი სხვადასხვა ტიპის ტყისგან. ნაკრძალში ასევე ცხოვრობს ძირძველი მოსახლეობის 20 ცალკეული თემი, რომლებსად დიდი წვლილი შეაქვს ბუნებრივი რესურსების დაცვაში.


7. Xishuangbanna ტროპიკული წვიმის ტყე



სამხრეთ ჩინეთის იუნანის პროვინციაში მდებარე Xishuangbanna ტროპიკული ტყე 1990 წლიდან იუნესკოს ოფიციალურ ბიოსფერულ ნაკრძალად არის გამოცხადებული.

ტყეში ბინადრობს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დიდი რაოდენობა, მათ შორის ველური აზიური სპილოების 90 %.



8. დაინტრის ტროპიკული ტყე




მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ტყე 180 მილიონი წლის (ამაზონის ტროპიკულ ტყეზე უფრო ძველი) მდებარეობს ავსტრალიაში. ტყეში ბინადრობს ავსტრალიაში არსებული ღამურებისა და პეპლების სახეობების ნახევარზე მეტი.




9. კინაბალუს ეროვნული პარკი



კუნძულ ბორნეოზე მდებარე კინაბალუს ეროვნული პარკი შედგება 470 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ტროპიკული ტროპიკული ტყისგან. მისი უნიკალური სიმაღლის დიაპაზონი - თითქმის 500 ფუტიდან 13000 ფუტზე მეტი - ეხმარება მრავალი სახეობის სხვადასხვა ჰაბიტატების თანაარსებობას, მათ შორის ძუძუმწოვრების 90 სახეობის, ფრინველის 326 ტიპისა და ორქიდეის 1000 სახეობას.



10. მონტევერდეს ღრუბლის ტყის ნაკრძალი



კოსტა რიკის მრავალი დაცული ბუნებრივი ტერიტორიიდან, მხოლოდ მონტევერდეს ღრუბლოვანი ტყის ნაკრძალი არის ფრინველებზე დაკვირვების ყველაზე პოპულარული ადგილი მსოფლიოში. იგი არის იშვიათი ტიპის "ღრუბელი" ტყე, რომელიც გვხვდება ტროპიკულ მთიან გარემოში, სადაც ატმოსფერული პირობები იძლევა მუდმივი ღრუბლის საფარის საშუალება. მონტევერდე ასევე არის იაგუარების, პუმას, მაიმუნების რამდენიმე სახეობის და ფერადი წითელთვალა ხის ბაყაყების სახლი.






გამოყენებული წყარო: https://bit.ly/34Ev2sJ



2,762 views0 comments
bottom of page