top of page
Search

160 მეტრიანი იახტა მზის იალქნებით არ საჭიროებს ქარს

"სუპერ-იახტის" ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც წარმოგვიდგენს ისეთ ნავს, რომელსაც რამოდენიმე ალტერნატიულ ენერგიის წყაროს გამოყენება და გამომუშავება შეუძლია.

პროექტის ავტორი Kurtstrand

ფლორიდაში მცხოვრებმა ნორვეგიელმა დიზაინერმა კურტ სტრანდმა შეიმუშავა (160 მეტრიანი) "სუპერ-იახტის" კონცეფცია სახელწოდებით "ფლორიდა". მას გააჩნია ფუტურისტული ტექნოლოგია.


პროექტის ავტორი Kurtstrand

აღსანიშნავია იახტის იალქნები. ისინი განსხვავდება სტანდარტული ქსოვილის იალქნებისგან.

ამ იახტის იალქნები წარმოადგენს ნახშირბადის ბოჭკოსგან შექმნილ ფრთებს. სამი 80 მეტრის სიმაღლის ფრთა იალქნები ელექტროჰიდრავლიკურია.

ფრთების იალქნები დაფარულია მაღალტექნოლოგიური მზის პანელებით. როდესაც ქარი არაა, ამ სუპერ-იახტას შეუძლია მზის ენერგიის რეჟიმში გადართვა.

პროექტის ავტორი Kurtstrand


როდესაც ქარია, და იახტას შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს, მას ასევე შეუძლია მზის პანელებიდან ელექტროენერგიის წარმოება.

ჩამონტაჟებულია სისტემა, რომელიც რეცხავს და აპრიალებს ფრთის ანძას ყოველ ჯერზე უკან დახევისას, რაც უზრუნველყოფს მასზე მაქსიმალური მზის ენერგიის გამომუშავებას.

ენერგია ინახება ბატარეის ბანკში და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას წყალბადის წარმოებისთვის. იახტა ასევე აღჭურვილია დამონტაჟებული ჰიდროგენერატორებით, რომლებიც ასევე ელექტროენერგიას აწარმოებენ.

პროექტის ავტორი Kurtstrand


იგივე ზომის სტანდარტულ იახტასთან შედარებით, საწვავის შემცირება დაახლოებით 90% -ია, მაგრამ იდეალური ამინდის პირობებში, ეს იახტა უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე გამოიყენებს”, - ნათქვამია პრესრელიზში.

კომფორტის თვალსაზრისით, იახტა არის ფუფუნების საგანი.


პროექტის ავტორი Kurtstrand

იგი არის ყველანაირად კეთილმოწყობილი, მათ შორის ვერტმფრენითა და ლიფტით.

ასევე მასზე მოთავსებულია დიდი აუზი და სხვა გასართობი საშუალებები.

წყარო: https://bit.ly/3counw2


44 views0 comments
bottom of page